in

ადენ ვანგის ეკლექტური ინტერიერი სან-ფრანცისკოში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, სან-ფრანცისკოს გულში მდებარეობს. აქ განთავსებული თითოეული ავეჯი საგულდაგულოდ არის შერჩეული, რათა მაქსიმალური სიმყუდროვე შეუქმნას ბინადრებს. სახლის მეპატრონე პროდუქტის დიზაინერი ადენ ვანგია, რომელმაც საცხოვრებელი პანდემიის პერიოდში მეუღლესთან ერთად შეიძინა. მას ძალიან მოსწონს მიმზიდველი და დამამშვიდებელი შინაარსის მქონე აქცენტები, რაც ამ საცხოვრებელშიც აისახება.

ელეგანტური და დახვეწილი სივრცის შესაქმნელად საკმაოდ ცნობილი დიზაინ ელემენტებია გამოყენებული, მაგალითად დივანი, რომელსაც შემოსასვლელ ნაწილში ვხვდებით, ჩარლზ და რეი იმსების მიერაა შექმნილი, ხოლო სარკის გამორჩეული დიზაინი gustaf westman-ს ეკუთვნის.

პროექტს მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები ამშვენებს, საიდანაც სახლი ბუნებრივ მზის სხივებს იღებს, დამატებით კი ქალაქის განსაცვიფრებელი ხედით ტკბობაა შესაძლებელი. მისაღებ ოთახში განთავსებული ვარდისფერი პუფი Sabine Marcelis ეკუთვნის. ამას გარდა, სახლში განთავსებულია Vitsœ-ს თაროების სისტემა, რომელიც დიზაინერისთვის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილია.

მისაღები ოთახის დეკორი არის კლასიკური დიზაინისთვის დამახასიათებელი დეტალების კომბინაცია. აქ ვხვდებით Ligne Roset-ის დივანს “Togo” და Rotganzen-ის “Bouncy” სკამს. 1967 წელს შექმნილი მაგიდის სანათი იტალიური ბრენდის, Flos მიერ არის დამზადებული, ხოლო ტელევიზორის დიზაინი ერვან ბურულეკს ეკუთვნის, რომელმაც ის Samsung-თვის შექმნა. ვარდისფერი Boa პუფი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქცენტია, რომელიც სან-ფრანცისკოს მზის ჩასვლის სცენებს აღვიძებს.

ყურადღებას იქცევს HAY-ს მიერ წარმოებული ცისფერი მოგრძო სკამი, რომელიც ეზოსა და ბაღის გასალამაზებლად შეიქმნა, თუმცა წყვილმა მისი ინტერიერში დამატება გადაწყვიტა. რაც შეეხება შედარებით მცირე ზომის ჟურნალების მაგიდას, ის დიზაინერ ჟან ჟულიენის მრავალფეროვანი კოლექციიდანაა.

ინტერიერში განთავსებული თითოეული ნივთი გარკვეულწილად ავსებს ერთმანეთს, რაც ჰარმონიას და უწყვეტი სივრცის შეგრძნებას ქმნის და ინდივიდუალიზმს ამძაფრებს. როგორც სახლის მეპატრონეები აღნიშნავენ, ისინი შთაგონებას ინტერნეტიდან და სხვადასხვა ელეგანტური ჟურნალებიდან იღებენ.

ინტერიერი ცოცხალ და ბუნებრივ განცდას აღძრავს, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ თითოეული ნივთი მაქსიმალურად არის კავშირში ბუნებასთან და საცხოვრებლის გარშემო არსებულ გამორჩეულ ლანდშაფტთან. მაგალითისთვის, ხის მაგიდა მწვანე დეტალებით, რომელიც HAY-ს დიზაინერის, მიულერ ვან სევერენის მიერ შეიქმნა, იდეალურად ასახავს სან-ფრანცისკოში არსებულ სიმწვანესა და რელიეფს. მოყვითალო-მოვარდისფრო ფერის სკამი კი valerie_objects-ის ბრენდს ეკუთვნის და ეხმიანება სახლის ფერთა სისტემას.

ადენი და მისი მეუღლე ვივიდი საცხოვრებელს აღწერენ როგორც თანამედროვე და შუა საუკუნეების სტილის თანხვედრას, რომელიც ეკლექტური ფერების თანხლებით გამოიხატება. თამამი ფერები საცხოვრებელში ინდივიდუალურ სტილს ქმნის, თბილი და მიწიერი ტონალობები კი მყუდრო და კომფორტულ ეფექტებს აღძრავს.

საწოლი, როგორც საძინებლის მთავარი აქცენტი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

მხატვრობიდან ინტერიერის დიზაინერობამდე – ინტერვიუ ნესტან ვარდიაშვილთან