in

რა მეთოდები არსებობს ზედაპირების ზღურბლის გარეშე შესაერთებლად

ზედაპირების შეერთება ზღურბლის გარეშე თანამედროვე დიზაინერების მოწონებული და საკმაოდ ტრენდული ელემენტია. თუმცა არსებობს გარკვეული პირობები, რომლის გარეშეც მისი გამოყენება ტექნიკურად გაუმართლებელია:

  • შესაერთებელი ზედაპირები საფუძველზე უნდა დაწებდეს
  • ორივე ზედაპირი უნდა იყოს ერთ დონეზე (გადახრა მაქს. 1-2 მილიმეტრია შესაძლებელი)
  • სადეფორმაციო ნაკერი არ უნდა იყოს 5 მმ-ზე ნაკლები
  • შეერთების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს
  • ოთახი არ უნდა აღემატებოდეს 25 კვადრატულ მეტრს
  • შეერთების ნაპირები აკურატულად უნდა იყოს ჩამოჭრილი

თუ ეს პირობები დაცულია, თამამად შეგვიძლია გავეცნოთ დიზაინერებისთვის საყვარელი ამ ელემენტების გაკეთების რამდენიმე ხერხს:

1-ლი ხერხი. შეერთების „ფუგით“ ამოვსება.

ძლიერი მხარეები: მარტივი, იაფი და მუშა ხერხი. წარმატებით გამოიყენება რთული შეერთებების დროს.

სუსტი მხარეები: შენობის ჯდომის გამო შეიძლება გაუჩნდეს ბზარები, ვინაიდან ფილისა და იატაკის შეერთების ადგილი მყარია, იატაკის საკომპენსაციო ღიობის გაკეთება პლინტუსების ქვევით უნდა გაკეთდეს.

რჩევა: განსაკუთრებით კარგად მუშაობს ებოქსიტური ფუგა ან პოლიმერული ფუგა კერამოგრანიტისთვის. შესაძლებელია იგივე ფუგის გამოყენება, რომელიც ფილების შეერთების ადგილებისთვის იხმარება.

მე -2 ხერხი. შეერთების ადგილის ჰერმეტიკით ამოვსება (სილიკონის, აკრილის, პოლიურეტანის)

ძლიერი მხარეები: მისი ელასტიურობის წყალობით საშუალებას იძლევა ზედაპირმა ოდნავ იმოძრაოს. ამავე მიზეზით შენობის ჯდომის დროს არ იბზარება.

სუსტი მხარეები: დროთა განმავლობაში სილიკონის ჰერმეტიკები მყარდება. მათი მეშვეობით მხოლოდ 5 მილიმეტრამდე ნაკერების ამოვსებაა შესაძლებელი.

რჩევა: აკრილის ჰერმეტიკის გაშრობის შემდგომ, მისი შეღებვა და ლაკით დაფარვაა შესაძლებელი.

მე – 3 ხერხი. შეერთება კორპის კომპენსატორის მეშვეობით.

ეს ყველაზე მოთხოვნადი ალტერნატივაა ფუგის შემდგომ. მისი მეშვეობით შესაძლებელია ამოივსოს სწორი შეერთება და რადიუსული.

ბევრი დიზაინერი სწორედ კორპის შემავსებელს ანიჭებს უპირატესობას. არის ისეთებიც, რომლებიც მას მოძველებულად მიიჩნევენ.

ძლიერი მხარეები: კარგად გამოიყურება, შეერთების ადგილები აკურატულად გამოდის, დაწნეხილი კორპი ელასტიური და რბილია, ამიტომაც საშუალებას აძლევს ზედაპირს ბუნებრივი გაფართოებისა და შეკუმშვისთვის სამოძრაოდ. მისი თვისებებიდან გამომდინარე, იდეალურად გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირების შეერთებისთვის.

სუსტი მხარეები: მაღალი ფასი, არ გამოდგება რთული მოყვანილობის ნაკერებისთვის, ფერების შეზღუდული რაოდენობა, ცუდი ხარისხის შემთხვევაში მიდრეკილია დაფშვნისა და მტვრევისაკენ. კორპის ელასტიურობა არაა საკმარისი დიდ ოთახებში დაგებული ზედაპირის გაფართოების კომპენსირებისთვის (25 კვადრატულ მეტრზე მეტი)

რჩევები: ლამინატის ან პარკეტის ყიდვის დროს შეგიძლიათ შეიძინოთ კორპის კომპენსატორები მათი ფერის შესაბამისად.

მე – 4 ხერხი. შეერთება თხევადი კორპით (კორპის ჰერმეტიკი) ეს კორპის ნამცეცებისა და წებოს ელასტიური ნაზავია.

ძლიერი მხარეები: შესაძლებელია რთული მოყვანილობის შეერტებებზე გამოყენება.

სუსტი მხარეები: ნაკლებად აკურატულად გამოიყურება, ვიდრე ჰერმეტიკი ან კორპის კომპენსატორი, განსაკუთრებით ფართო ნაკერებში (7 მმ-ზე მეტი). ამასთან, რთულია მათი მოთავსება ვიწრო ნაკერებში.

კეთილსინდისიერი ხელოსნის არჩევის 6 წესი

Qeeboo – ახალი თაობის ბრენდი