in

Qeeboo – ახალი თაობის ბრენდი

Qeeboo არის იტალიური ბრენდი, რომელიც სტეფანო ჯოვანიმ ერთი წლის წინ დაარსა და მოუწოდა ისეთ დიზაინერებს, როგორებიც არიან მარსელ ვანდერსი, მარკანტონიო, ანდრეა ბრანცი, დაი სუგასავა, რიჩარდ ჰატენი, სტუდიო ფრონი, ნიკა ცუპანკი, რომ შეერთებოდნენ თავის სადებიუტო კოლექციას. შედეგად, უკვე 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) Qeeboo-მ თავისი ექსტრაორდინალური მიდგომით და ექსკლუზიური აქსესუარებით შეძლო გადატრიალების მოხდენა დიზაინის ინდუსტრიაში. “მე შევარჩიე დიზაინერები, რომელთა ენაც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან, დიზაინერები რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანდი ობიექტების სამყარო ვიზუალური პოეზიის საშუალებით, რომლებსაც შეეძლებათ დიზაინის გზით საკუთარი ემოციური ღირებულების გადმოცემა” – აღნიშნავს დიზაინერი სტეფანო ჯოვანი. მან 1978 წელს დაამთავრა არქიტექტურის სკოლა ფლორენციაში, დღეს კი მილანში მოღვაწეობს. პროდუქტის დიზაინის გარდა ის ცნობილი არქიტექტორი, ინტერიერის და ინდუსტრიული დიზაინერია და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დიზაინის სფეროში. ჯოვანის შეუქმნია ცნობილი პროდუქტები Alessi-სთვის, Herman Miller-ისთვის და Moooi-სთვის. ჯოვანი ამ კოლექციას თავისი შექმნილი კურდღლის სილუეტის სკამებით იწყებს, რომელსაც Rabbit Chair-ს უწოდებს. კურდღელი, როგორც დიზაინერი განმარტავს, სიყვარულის და ნაყოფიერების სიმბოლოა. ამ მინიმალისტურ პროდუქტში ფორმა ისე არის გამოყვანილი, რომ კურდღლის ყურები ერთგვარი საზურგის ფუნქციას ასრულებს.

ტრადიციული კომპანიებისგან განსხვავებით, ბრენდის მიზანია ხელმისაწვდომი დიზაინ პროდქუტის შექმნა. ეს არ არის ბურჟუაზიული ბრენდი და ხელმისაწვდომია უფრო ფართო აუდიტორიისთვის.  როგორც დიზაინერები აფასებენ, ეს არის პოპ ავეჯი (pop furniture). მიუხედავად ამისა, ამ ბრენდის პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხის არის. Qeeboo არის წარმოების და დისტრიბუციის ახალი გზა და მიზნად ისახავს ხალხის გულებამდე მიღწევას. ბრენდი და მისი დიზაინერების გუნდი ქმნიან ნარატივს, ობიექტებს რომლებიც გამოხატავენ დიდ ემოციურ ძალას და ცდილობენ წარმოიდგინონ მომავალი. Qeeboo-ს ამჟამად აქვს 25 პლასტმასის ობიექტი – სავარძლები, მაგიდები, სანათები და სხვადასხვა აქსესუარები.

სტეფანო ჯოვანის კიდევ ერთი პროდუქტი ბრენდისთვის არის გორილა – Kong. ეს არის მაგიდის სანათი, რომლის ბევრი სხვადასხვა ფერი და ზომა არის კოლექციაში.

სტუდიო ფრონმა ბრენდისთვის შექმნა ასიმეტრიული სკამი – Ribbon Chair.

ნიკა ცუპანკმა კოლექციისთვის ჭერის სანათი შექმნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია და ბლის ფორმა აქვს – Cherry Lamp.

ანდრეა ბრანცმა კი ბრენდისთვის ორგანული ფორმების სკამი და ლარნაკი შექმნა – Pupa Armchair & Korall Vase.

მარკანტონიოს ჟირაფის სანათიც Qeeboo-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მას უწოდებენ – Giraffe in Love. ეს არის 4 მეტრი სიმაღლის ჟირაფი, რომელსაც პირით უჭირავს “მარია ტერეზას ჭაღი” (“Maria Teresa” chandelier).

სტუდიო ჯობმა ბრენდისთვის შექმნა პირღია ზვიგენის ფორმის ფიგურა – Killer, რომელიც ნივთების საკიდად გამოიყენება ინტერიერში.

საქართველოში Qeeboo-ს ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახლავთ ავეჯის შოურუმი Castello, რომელიც 2020 წლიდან სთავაზობს ბრენდის სრულ ასორტიმენტს ქართველ მომხმარებლებს.

რა მეთოდები არსებობს ზედაპირების ზღურბლის გარეშე შესაერთებლად

ინდური არქიტექტურის უშრეტი ენერგია – ცემენტის ქალაქი ჩანდიგარი