in

რას გულისხმობს დალაგების მეთოდი „Fly Lady“

თუ ყველა ტიპის დალაგების მეთოდმა დაგღალათ, მაგრამ ამავე დროს სახლში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის ნაკლები დროის დაკარგვა გსურთ, თქვენი ყურადღება დალაგების ძველ და გამოცდილ სისტემაზე, „Fly Lady“ -ზე გაამახვილეთ. დღეს ამ მეთოდის შესახებ გიამბობთ, რომელიც ნამდვილად მუშაობს!

სისტემა „Fly Lady“  მსუბუქი დალაგების სისტემაა, რომლის დროსაც დიასახლისი დაგროვილ ხორაგს სამკვდრო-სასიცოცხლოდ კი არ ებრძვის, არამედ სახლში “დაფარფატებს” (Fly). ამ სისტემის მთავარი დოგმატია – რაც უეცრად არ დაბინძურებულა, მყისიერად ვერ დასუფთავდება. სახლში წესრიგის შენარჩუნებას სისტემურობა სჭირდება, „Fly Lady“ კი ამ მუდმივი ძალისხმევით გამოწვეული გადაქანცვისგან გვიცავს.

დალაგებას ცოტა დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ ყოველდღიურად. სლოგანი „სუფთა სახლი 15 წუთში“ ხუმრობა არ არის. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფრის კეთების პროცესში ლამაზადაც გამოიყურებოდეთ! „Fly Lady“-ის მიხედვით, სახლში მხოლოდ ადვილად გასახდელი ფეხსაცმელი და ლამაზი ტანსაცმელი უნდა ატაროთ. გაღვიძებისთანავე კი სახე და თმები მოიწესრიგოთ.

„სახლი ერთ დღეში არ დაბინძურებულა, შესაბამისად ერთ ღამეში ის სუფთა ვერ გახდება“

უმთავრესი პრინციპი: ნებისმიერ სივრცეს თავისი მიზიდულობის ცენტრი აქვს, რომელიც ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. აქედან კი სისუფთავე თანდათან სხვაგანაც უნდა გავრცელდეს. მაგალითად, სამზარეულოში ასეთი ცენტრი ნიჟარაა. „რაც არ უნდა მოხდეს, ნიჟარა ყოველთვის უნდა ბზინავდეს, ქრომირებული ონკანი კი ბრწყინავდეს“. პირველი, რისგანაც უნდა დავიწყოთ, ნიჟარის წმენდა და მისი მუდმივ სისუფთავეში შენარჩუნებაა. ამისთვის ყოველდღიურად ცოტა დრო გამოყავით. ნიჟარაში არაფერი უნდა დაგროვდეს! ჭუჭყიანი ჭურჭელი დროებით გვერდზე მოათავსეთ.

რით არის ცუდი „პერფექციონიზმი“? ჩვენ ველოდებით რამის დაბინძურების მომენტს, ამის შემდეგ კი მის ელვარებამდე წმენდას ვიწყებთ. თუმცა, არ ღირს ლოდინი! ერთხელ საფუძვლიანად გაასუფთავეთ და ეს მდგომარეობა ყოველდღიურად შეინარჩუნეთ. ეს სამზარეულოს ნიჟარასაც ეხება და სააბაზანოს უნიტაზსაც (მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი). გახსოვდეთ: „არავითარი პერფექციონიზმი!“, პატარა ლაქა დაგრჩათ? არაუშავს, მომდევნო დღეს მიხედავთ!

სხვათა შორის, სააბაზანოსთვის „Fly Lady“-ის თავისი მიდგომა აქვს: “აბაზანაში ყოველი შესვლისას აუცილებლად რამე გაწმინდეთ ან მოაწესრიგეთ“. მნიშვნელობა არ აქვს, ონკანს ღრუბლით გაასუფთავებთ თუ სარკიდან მტვერს გადაწმენდთ, კბილის ჯაგრისების ჭიქას გარეცხავთ თუ წინდებს საშრობიდან ჩამოხსნით – მთავარია, ოთახს ცოტაოდენი ყურადღება სისტემურად დაუთმოთ.

„უსარგებლო ხორაგს ვერ მოაწესრიგებ, ამას მხოლოდ მისი მოშორებით შეძლებ“

სახლში ბევრი „ცხელი წერტილია“ – ერთი ზედმეტი ქაღალდის გაჩენაც კი ჩახერგვას გამოიწვევს, ზედმეტი ნივთები ხომ უცებ გროვდება! ეს შესაძლებელია შემოსასვლელის თარო, კომოდი ან ბუხარი იყოს. ასეთი წერტილები გულდასმით უნდა შეისწავლოთ. შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ ისინი სასწრაფოდ გასათავისუფლებელია.

მთავარია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერზე დიდი რაოდენობით ძვირფასი დროის დაკარგვა არ ღირს. ორი წუთი სავსებით საკმარისია. ვერ მოასწარით? შემდეგზე გადადეთ. ამ სისტემის ჭეშმარიტი მიმდევარი წამზომმსაც კი იყენებს, რათა ზედმეტად არ გაისარჯოს. სისტემის  იდეის მიხედვით, ერთ დღეში დალაგებაზე 15 წუთზე მეტი არ უნდა დაიხარჯოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას არ შეეცადოთ. სტრატეგიაა ყოველდღიურად პატარა ნაბიჯებს გულისხმობს, რომელიც ე.წ. გენერალურ დალაგებაზე გაცილებით კარგ შედეგებს იძლევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის გამხნევება. ეს ახალი სასარგებლო უნარების შეძენის კიდევ ერთი ხერხია. გამოწვევების დაძლევის დროს საკუთარი თავი ხშირად გაამხნევეთ. ეს თქვენ მიერ ათვისებული „Fly Lady“-ის სისტემის ერთადერთი ჩვევაც რომ იყოს, მომავალში ის დიდ სარგებელს მოგიტანთ.

IKEA-ს სამზარეულოების 2022 წლის კოლექცია – Homeis.ge-ს რჩეული 8 მოდელი

#Homeisინსპირაცია: საძინებელი მანსარდაში – რამდენიმე შთამაგონებელი ნიმუში