in

RDMA-ს პროექტი “Cube House” ინდონეზიაში

კუბური ექსტერიერით გამორჩეული ეს შენობა ინდონეზიაში, ბანდუნგში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 470 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტი ისეთ ადგილას არის განხორციელებული, სადაც ძირითადად ფაბრიკა-ქარხნები იყო განთავსებული და ამიტომ აქ ქალაქის მთავარი გზატკეცილი გვხვდება. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არქიტექტორების მთავარ ამოცანას ისეთი სახლის აგება წარმოადგენდა, რომელიც მფლობელებისთვის პირადი სივრცისა და იზოლაციის გარანტი იქნებოდა. ამასთან ერთად, ეს მყუდრო ატმოსფერო, დამკვეთთა სურვილით, სახლში უნდა დასადგურებულიყო ღობისა და ციხესიმაგრის ტიპის ნაგებობის გარეშე.

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

ამ მიზნის მისაღწევად არქიტექტორებმა ორშრიანი ცემენტის კედლები გამოიყენეს – ისინი არც ისე არასტუმართმოყვარედ გამოიყურებიან თანამედროვე არქიტექტურის ტრენდების გათვალისწინებით – ბეტონი საკმაოდ პოპულარული მასალაა. ამასთან ერთად, ორმაგი ფენის წყალობით სახლში ხმაური არ აღწევს. „მტრული“ წინასწარგანწყობის დასამარცხებლად ასევე შექმნილია კუბური ფორმის კონსტრუქცია. ამასთან ერთად, ცემენტის ექსტერიერში გვხვდება ბუფერული ზონები – ფანჯრები განთავსებულია კედლებზეც და ჭერზეც, რომლებიც იდეალურია სახლის ვენტილაციის სისტემისთვის და შენობაში ბუნებრივი სინათლის შესვლასაც უზრუნველყოფს.

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

სახლის ინტერიერი განსაცვიფრებლად ტროპიკულია. განათებული სივრცე დაკომპლექტებულია მცენარეებით. შენობას შუაში გასდევს კიბე, რომლითაც ის ორად იყოფა და კონსტრუქციაში ერთგვარი ბალანსი შეაქვს.

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,© KIE

Cube House / RDMA,Roof Plan

Cube House / RDMA,Ground Floor Plan

Cube House / RDMA,First Floor Plan

Cube House / RDMA,Section A

ფოტოგრაფი: KIE

“Passion for Creation”, როგორც სტუდია Stipfold-ის ფილოსოფია – ინტერვიუ ბექა ფხაკაძესთან

რა უნდა გავითვალისწინოთ სააბაზანო ნიჟარის შერჩევისას – Homeis.ge გირჩევთ