in

რემონტის გიდი: როგორ ავაწყოთ სიფონი ჩვენი ხელით

სიფონი მილდგარის შემადგენელი ნაწილია. ის არ ჩანს (იმ შემთხვევაში თუ დიზაინერული დატვირთვა არ აქვს), თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს – წყლისგან მსხვილ ნაწილაკების გამოყოფს და საკანალიზაციო სისტემიდან ცუდი სუნისა და ბაქტერიების შეკავებას უზრუნველყოფს.

სიფონის აწყობა რთული სრულებითაც არ არის და ეს პროცედურა განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს, არც დიდი რაოდენობით ხელსაწყოებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, დღეს გვინდა გიამბოთ თუ როგორ უნდა აიწყოს ის საკუთარი ხელით და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

დაყენებამდე, პირველ რიგში,  ყველა დეტალის სახეზე ყოფნა და სიმრთელე უნდა შემოწმდეს, ეს განსაკუთრებით ბიუჯეტურ ვარიანტებს ეხება. საექსპლუატაციო წიგნში ყველა დეტალი ჩამოთვლილია. გარდა ამისა, ინსტალაციის ალგორითმი დეტალურადაა გაწერილი. ქარხნულ წუნად მიიჩნევა დათხელებული კიდეები, ამობურცული პლასტმასი და ამონაჭრები. მათ რეზინის საფენის დაზიანება შეუძლიათ, ამიტომ ისინი დანით უნდა მოშორდეს. დეტალების გადაბმის ადგილების არათანაბარი ზედაპირი მომავალში წყლის გაჟონვის მიზეზი ხდება.

ინსტალაცია ზევიდან ქვევით მიმდინარეობს. ნიჟარაში დამცავი ბადე დგება და ორი რეზინის საფენით ნიჟარაზე ჰერმეტულად მაგრდება. თუ საიზოლაციო საფენების სისქე 4 მმ-ზე ნაკლებია, უმჯობესია უკეთესი ხარისხის შევიძინოთ. ნიჟარა, ბადე და მილდგარი ერთმანეთთან სახრახნისით მაგრდება. ის კარგად უნდა გადაუჭიროთ, მაგრამ ისე, რომ ხრახნი არ მოწყდეს. არსებობს მოდელები, რომლებიც ნიჟარის წყლის სათადარიგო გასასვლელს უკავშირდება. ის დრეკადი მილით მილდგარის ზედა ნაწილს უერთდება.

ნიჟარიდან გამომავალ მილს კონუსური კოლბა უმაგრდება, რომელსაც ძირზე სათადარიგო ხუფი აქვს, გაბიდნვნის შემთხვევაში მისი მოხსნით ჭუჭყის გამოღებაა შესაძლებელი. მის დასამაგრებლად ინსტრუმენტები არაა საჭირო.

კონუსური კოლბის მეორე გამოსასვლელს დრეკადი მილი უერთდება, რომელიც საკანალიზაციო სისტემას უკავშირდება.

დეტალების გადაბმის ყველა წერტილში საიზოლაციო საფენებია გამოყენებული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემიდან წყალმა ან ცუდმა სუნმა არ გაჟონოს.

როცა წყლის პატარა ნაკადის გამოყენებით დარწმუნდებით, რომ წყალი არსაიდან ჟონავს, შეგიძლიათ ნაკადი ჩვეულებრივ ნორმაზე დააყენოთ.

მნიშვნელოვანია, რომ გადაბმის ადგილები ზომიერად გადაუჭიროთ, რადგან ზედმეტად გადაჭერილი საფენების საექსპლუატაციო დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

ჩვეულებრივ, კომპლექტში საჰერმეტიზაციო ძაფის გამოყენება არ არის საჭირო. კონსტრუქცია სწორი აწყობის პირობებში ჰერმეტულობას დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს.

ამ მარტივი რჩევების მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია სიფონის დამოუკიდებლად აწყობის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

თეთრი სახლი სანაპიროზე – Tamsin Johnson-ის ნამუშევარი

Steven Hall Architects-ის კონცეპტუალური არქიტექტურა