in

რეზიდენცია Villa LOHA მარაქეშში – E-H Atelier d’Architectures-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

რეზიდენცია, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ყველასთვის ცნობილ და სანატრელ ადგილას, მაროკოში, კერძოდ, მარაქეშში მდებარეობს. ეს პროექტი დაახლოებით 600 კვ.მ საცხოვრებელი სახლია 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მას აქვს 4 საძინებელი და 4 სველი წერტილი, ასევე სასადილო ოთახი, ტელევიზორის ოთახი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი. ის მდებარეობს მარაქეშიდან 15 წუთის სავალზე, უორიკას გზაზე, ატლასის მთებისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის არქიტექტურულ მიდგომას აქაური მიწის სპეციფიკა და კონტექსტი განაპირობებს.

სახლს აქვს დიდი ქვის კედლები, როგორც მისი დამცავი გალავანი, რომელიც მთლიანი პროექტის ექსტერიერს იდეალურად ერწყმის. პროექტზე მომუშავე გუნდმა სახლი 60 სმ-ით “აწია”. მათი თქმით, ამან სახლი ბაღს ფიზიკურად დააშორა და ლანდშაფტის ხედი გამოაჩინა.

მისაღები ოთახი პროექტის ცენტრალური ნაწილია. ეს არის 80 კვ.მ, რომელსაც ტერასაში შესვლისას მყისვე აღმოაჩენთ. 7 მეტრიანი დიდი ფანჯრები ქმნის შესაძლებლობას, შიგნით მყოფებმა სრულყოფილად აღიქვან გარე ლანდშაფტი და შიდა სივრცე. ამავე ოთახთან ახლოს იპოვით მოსასვენებელ ტელევიზორის ოთახს დარბაზისგან და სასადილო ოთახს. ეს სამი ოთახი ქმნის სწორედ სახლის სიგრძეს და ისინი ერთმანეთისგან ხის კარებითაა გამოყოფილი.

აღნიშნულ პროექტში ინტერიერთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექსტერიერიც. პროექტის ავტორებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ კლიმატში გარე სივრცის კეთილმოწყობა. ამიტომაც, აქ ვხვდებით როგორც დიდ აუზს და მის გარშემო მოსასვენებელ ავეჯს, ასევე ცალკე მდგომ გადახურულ შენობას, რომელიც იდეალური ადგილია აუზიდან ამოსვლის შემდეგ ჩრდილში მოსასვენებლად.

ამ სახლში ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს ბაღი, სადაც უამრავი ტიპის მცენარეს შეხვდებით. ასევე სახლი გარშემორტყმულია ზეთისხილის ხეებით, რაც, გარკვეულწილად, მდიდრულ ელფერს ანიჭებს რეზიდენციას.

არქიტექტურული სტუდია: E-H Atelier d’Architectures

ფოტოგრაფი: Marc Lacroix

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

6 ნივთი ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად – Homeis.ge-ს რჩეული ავეჯი „კომფორტერიდან“

როგორ გვეხმარება ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხარჯების შემცირებაში?