in

რიჩარდ საპერი – ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ინდუსტრიული დიზაინის სამყაროში

გერმანელ-იტალიელი ინდუსტრიული დიზაინერის რიჩარდ საპერის კარიერა განპირობებული იყო მისი უსაზღვრო ინტერესით ტექნოლოგიებისადმი. საპერმა შექმნა ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა Tizio სანათი Artemide-სთვის, ქვაბი 9091 Alessi-სთვის და ThinkPad ლეპტოპები Lenovo-სთვის.

ამ პერიოდში იმავე ფართო მასშტაბით პროდუქტებს მხოლოდ რამდენიმე დიზაინერი ქმნიდა, თუმცა არცერთის ნამუშევარი იწვევდა იმხელა აღფრთოვანებას, რამხელასაც რიჩარდის დახვეწილი და საინტერესო მოდელები. მისი გატაცება გახლდათ ტექნიკური პრობლემების გადაჭრა ხარისხისა და გარეგნობის გაზრდით, რის გამოც ესკიზები ყოველთვის ძალიან ელეგანტური და საინტერესო გამოდიოდა.

საპერი 1932 წელს გერმანიაში დაიბადა. მისი ფართო ინტერესი სამყაროსადმი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გახდა ცხადი. ის მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ანატომიას, ბიზნესსა და ტექნოლოგიებს, რამაც განაპირობა მისი თავდაჯერებულობა და უნიკალურობაც.

სწავლის დასრულების შემდეგ, საპერი მუშაობდა პროფესორად მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ უნივერსიტეტში. იმავე პერიოდში მარკო ზანუსოსთან თანამშრომლობით შექმნილი და 1965 წელს გამოშვებული Grillo telephone მსოფლიოს პირველი დასაკეცი ტელეფონის მოდელი გახდა. ეს პროდუქტი დიზაინერმა Siemens-ისთვის შექმნა.

ზანუსოსთან ერთად რიჩარდმა შეიმუშავა Brionvega’s Doney 14 – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ტელეფონისა და ტელევიზორის ფუნქციებს აერთიანებდა.

1958 წელს საპერი მიუნხენიდან მილანში გადავიდა საცხოვრებლად, რათა არქიტექტორ ჯიო პონტთან ერთად ემუშავა. ერთი წლის შემდეგ მან დააარსა საკუთარი ოფისი და შექმნა პირველი Compasso d. Oro-ს ჯილდოს მფლობელი პროდუქტი, რომელიც სტატიკურ სანათს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ Tizio მაგიდის სანათი გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი საოფისე ნათურა.

მომდევნო ათწლეულებში საპერმა ყურადღება გაამახვილა ავეჯსა და განათებაზე, მანქანებსა და გემებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ელექტრონიკაზე, ასევე სამზარეულოს ჭურჭელზე. Sapper-ის თანამშრომლობამ Alessi-თან, რომელიც დაიწყო 1978 წელს, წარმოშვა კიდევ უფრო მეტი დიზაინის კლასიკა, როგორიცაა  espresso coffee maker 9090 და the kettle 9091.

1980 წელს რიჩარდი დაიქირავეს IBM-ის სამრეწველო დიზაინის მთავარ კონსულტანტად, სადაც აქტიურად მუშაობდა IT დიზაინზე საკუთარი კარიერის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ამ დროს ძალიან პოპულარული გახდა ThinkPad ლეპტოპების მარტივი წითელ-შავი დიზაინი, რომელიც საპერმა 1922 წელს შექმნა.

რიჩარდი დაინტერესებული იყო დიზაინით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. ის კითხულობდა ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში, მუშაობდა იტალიელ არქიტექტორ გე აულენტთან ერთად, ცდილობდა ახალი სატრანსპორტო საშუალებების შექმნას, დიდ ქალაქებში საცობების შესამცირებლად და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინი ამ კუთხით იყო Zoombike, ველოსიპედი, რომელიც 2000 წელს გამოჩნდა.

“დრო არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან საკითხთაგანი, რამაც შეიძლება საბოლოოდ დაადგინოს ხარისხი”, – ამბობდა ის.

დროის მსვლელობამ დაადასტურა, რომ Sapper-ის დიზაინები ნამდვილად მაღალი ხარისხის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მრავალი დიზაინი ათწლეულების წინანდელია, ისინი დღემდე აქტიურად რჩება წარმოებაში.

Shanghai Tower – მსოფლიოში “ყველაზე ლამაზი ცათამბჯენის” სახელით ცნობილი ნაგებობა

„ლურჯი ბინა“ საბურთალოზე — თამარა წითლიძის ნამუშევარი