in

ახალგაზრდა წყვილის “მსუბუქი” და “ცოცხალი” სახლი ნოტინგ ჰილში

Banner M2
Banner M2

ლოს-ანჯელესის ფართო, ღია სივრცეებიდან ლონდონის ქალაქის ვიწრო სახლში გადმოსვლა, როგორც ეს მომხიბვლელი სახლის მეპატრონეებმა გააკეთეს, ადვილი არ იქნებოდა. პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე 30 წლის ამერიკელი წყვილი, ლონდონში ჩავიდა და სახლი ნოტინგ ჰილში შეიძინა. სახლის განახლება მათ დიზაინერული სტუდია Barlow & Barlow-ის ხელმძღვანელობით შეძლეს და შექმნეს ძალიან კომფორტული და მხიარული ინტერიერი, რომელიც სავსეა ფერითა და სიცოცხლით.

გამომდინარე იქიდან, რომ წყვილი მართლაც დიდ სივრცეს იყო შეჩვეული ამერიკაში, დიზაინერის პირველი ამოცანა იყო ის, რომ სახლში ბევრი სათავსო შეექმნა, რათა მეტი თავისუფალი ადგილი გაჩენილიყო. მეორე ამოცანა იყო სწორი ფერის შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის მფლობელ ლუსის სურდა, სივრცეს ცივი ტონალობის კედლები ჰქონოდა, საბოლოოდ ის დიზაინერთან ერთად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლონდონისთვის ეს არც ისე შესაფერისი იქნებოდა. ამიტომაც, შეარჩიეს რამდენიმე ფერი, რომელიც ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნის ინტერიერში.

სახლში ბევრნაირ მცირე ზომის კარადას შეხვდებით, რომლებიც, როგორც ლუსი ამბობს, მნიშვნელოვან საგნებს ინახავენ. სათავსოს შესაქმნელად მან ასევე ჭკვიანურად გამოიყენა სამზარეულოს კუთხეც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში მთავარი ამოცანა სივრცის გამოჩენა იყო, დიზაინერი და მეპატრონეები არ შეუშნდნენ პატერნებიან შპალერებსა და ავეჯს. პირიქით, სახლი საკმაოდ დატვირთულია სიჭრელით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერიერი მთლიანად მორგებულია იმ ქალაქს, რომელშიც ეს სახლი მდებარეობს. ლონდონის სახლები ხომ სავსეა პატერნებითა და ფერებით. თუმცა, ამავდროულად, სახლს არ აქვს დაკარგული თანამედროვე სახე – ერთგვარად ეს ძველებური და ახლებური სტილის შერწყმაც კია.

დიზაინ სტუდია: Barlow & Barlow

ფოტოგრაფი: Jonathan Bond

რემონტის გიდი: რა ტიპის შპალერის შეღებვაა მიზანშეწონილი

რესტორანი თბილისში რეტროსა და თანამედროვე სტილის სინთეზით – მაია დავითიძის ნამუშევარი