in

ერთ სვეტზე აგებული სახლი ფინეთის ტყეში –  Studio Puisto-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ხის კაბინას, რომელიც ერთი მაღალი სვეტითაა აზიდული ფინეთის ტყეში, სალამაიარვის (Salamajärvi) ეროვნულ პარკთან ახლოს, „Niliaitta“ ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ Niliaitta უძველესი ფინური ნაგებობის სახეა – ის საამების კულტურაში ფართოდ იყო გავრცელებული. Niliaitta-ს პირველი სკანდინავიელები საჭმლის შესანახ საკუჭნაოდ იყენებდნენ.

სწორედ ეს არქიტექტურული ისტორია გახდა Studio Puisto-ს შთაგონების წყარო. მათ საამების კულტურისთვის პატივის მიგება და ისეთი სივრცის შექმნა სურდათ, რომელიც მის დამთვალიერებლებს გარემოსგან განაცალკევებდა, სრულიად სხვა სამყაროში შეაბიჯებინებდა.

სახლის მდებარეობა და მისი სიმძიმის წერტილი ისეა გადანაწილებული, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი მოსაჭრელი ხეების რაოდენობა. პროექტის არქიტექტორის, მიკო იაკონენის (Mikko Jakonen) თქმით, მთელი შენობის გეგმა შედგენილია ისე, რომ მისი მაღლა ასაზიდი სვეტის დიამეტრის სიგრძე მცირეა. სვეტის საძირკველი საკმაოდ ფართოა, თუმცა არქიტექტორებმა მისი დამუშავებით შეძლეს სახლის ქვემოთ არსებული თავდაპირველი ბუნებრივი ელემენტების აღდგენა.

კაბინის შავი ექსტერიერი ვერტიკალური ხის პანელებისგანაა შემდგარი, რომლებითაც ის გარშემო არსებულ ბუნებას ერწყმის და კონტრასტულ ინტერიერს ბევრად უფრო შინაურულს ხდის. სახლის შიგნით გვხვდება ღია ხის მასალისგან შექმნილი ჭერი, იატაკი, კედლები და ფართო ფანჯრები, საიდანაც ფინური ტყის მომაჯადოვებელი პეიზაჟია გადაშლილი.

კაბინა უზრუნველყოფილია კანალიზაციის, წყალმომარაგებისა და ელექტროობის სისტემებით, რომელთა გაყვანილობები გარე კიბის ქვეშ არის დამალული – მავთულები თვალში არ გვხვდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ კაბინა სრულიად მოწყვეტილია თანამედროვეობას.

აღსანიშნავია, რომ Studio Puisto ფინეთის მასშტაბით კიდევ 25 მსგავსი კაბინის აგებას და ტურისტული დანიშნულებით გამოყენებას გეგმავს.

ფოტოგრაფი:  Marc Goodwin

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: ოუშენ ვაკე პარკი “ოუშენ კაპიტალისგან”

ნიუ-იორკიდან თბილისში განხორციელებული პროექტები – ინტერვიუ არქიტექტორ ნინო მშველიძესთან