in

სახლი ინგლისში ორიგინალური აქცენტებით

Banner M2
Banner M2

XVII საუკუნეში აშენებული სახლი, რომელიც ინგლისში მდებარეობს, მისი გრანდიოზული პროპორციებითა და ორიგინალური აქცენტებით გამოირჩევა და მრავალფეროვან, ელეგანტურ სივრცეს ქმნის წყვილისთვის, რომლებიც საოცნებო საცხოვრებელს წლების განმავლობაში ეძებდნენ. სახლის მეპატრონეებს სურდათ მყუდრო პროექტი, დიდი ბაღითა და ისტორიული ფონით, სადაც განტვირთვას და დროის მეგობრებთან ერთად გატარებას შეძლებდნენ.

ეს საცხოვრებელი ოდესღაც ყოფილ პრემიერ მინისტრს ეკუთვნოდა, რომელიც მას 1941-დან 1952 წლამდე ფლობდა. ამ დროს იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. სახლის ბირთვი არის ლამაზი ორსართულიანი შენობა, რომელიც 1677 წლით თარიღდება. 1980-იან წლებში ის შვიდ ცალკეულ ბინად იყო დაყოფილი, მოგვიანებით კი პროექტი გადაკეთდა და ერთ დიდ სახლად იქცა.

სამზარეულოს ნაწილში ვხვდებით საკმაოდ მაღალ, 3,7 მეტრიან ჭერს. კედლებზე განთავსებულია მაღალი კარადები და სხვადასხვა ტექნიკა, ხოლო კედლებზე ძვირადღირებული მარმარილოა გამოყენებული. ჭურჭლის სახით ვხვდებით ფაიფურის თეფშების კოლექციას, რომელიც ანტიკვარიატს წარმოადგენს.

საძინებლები ქსოვილებისა და დეტალების მრავალფეროვნების ერთიანობაა. მთავარ საძინებელში ჟან მონროს მიერ შექმნილ თეთრეულის ნიმუშს ცენტრალური ადგილი უკავია, ფარავს კედლებს, გამოყენებულია ფარდების სახით და საწოლის გადასაფარებლებად. დახვეწილი ვარდისფერი დეტალები ედვარდ ბულმერის ფერთა პალიტრიდანაა.

დერეფანში ABC Carpet & Home-ის ხავერდოვანი ფარდები გვხვდება, რომლებიც პიტერ ჰონისა და ბრაუნრიგის მიერ შესრულებული თაბაშირის ნამუშევრების კოლექციისკენ იკვალავს გზას.

კედლებზე განთავსებულია XIX საუკუნეში შექმნილი ჩარლზ  II-ის პორტრეტი, დივანი ავეჯის სტუდია Objects ეკუთვნის, ხოლო წიგნების კარადა Lassco-ს კოლექციიდანაა.

სკამებზე განთავსებული ბალიშები, რომლებსაც ინტერიერში კლასიკური ხასიათი შემოაქვს, Morris & Co-ს ავეჯის სახლს ეკუთვნის.

რაც შეეხება აბაზანას, კედლები და იატაკი მოოქროსფრო ფერის მარმარილოს მასალით არის მოპირკეთებული, რომელსაც ვარდისფერი შტრიხები და აქცენტები ამრავალფეროვნებს. ავეჯი თუჯის და სპილენძის მაღალი ხარისხის მასალისაა, ხოლო ქსოვილების სახით, ძვირადღირებული აბრეშუმია გამოყენებული.

ფარდები თუ ჟალუზები – რა უნდა გავითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებამდე?

ფანკოილი თუ კონვექტორი – როგორ ავირჩიო?