in

საკუჭნაოს მოწყობა – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

საკუჭნაო სამზარეულოს ერთ-ერთი საინტერესო და ფუნქციური ნაწილია, რომელიც ზოგიერთ ბინაში თავდაპირველი დიზაინ გეგმით არის გათვალისწინებული, თუმცა ამ სივრცის მოგვიანებით მოწყობაც შესაძლებელია. სამზარეულოში საკუჭნაო მნიშვნელოვანია სამზარეულოს ჭურჭლის, საკვების, ზამთრის მარაგებისა და სხვა საჭირო ნივთების შესანახად, თუმცა მას სხვა დანიშნულებაც აქვს და ფერების სწორად შერჩევისა და თაროების საინტერესოდ დაგეგმარების შემთხვევაში, შესაძლოა ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს.

დამატებითი სივრცეების გამოსაყოფად და გასანაწილებლად იდეალურია თაროების, პატარა კარადების ან უჯრების გამოყენება. ეს სივრცე შეგიძლიათ ერთი ფერის საყოფაცხოვრებო პროდუქტებით შეავსოთ ან პირიქით, სასურველი კონტრასტები განსხვავებული ტონალობების გამოყენებით შექმნათ. ამ გზით თქვენი სამზარეულო კიდევ უფრო ფერადი და გამორჩეული გახდება.

დღეს რამდენიმე რეალურ პროექტს გაგიზიარებთ, რომელიც სამზარეულოში თქვენთვის სასურველი საკუჭნაოს მოწყობაში დაგეხმარებათ.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

Empire State Building – ცათამბჯენი, რომელიც “დიდი დეპრესიის” თავიდან არიდების მიზნით შეიქმნა

სამყაროთა აღმოჩენისა და დაკვირვების პროცესი ურბანისტიკასა და არქიტექტურაში — ინტერვიუ ნუცა ლომსაძესთან