in

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის: 5 ვარიანტი Homeis.ge-გან

როგორც ცნობილია, ჩვენ მიერ სივრცის აღქმის თავისებურებებზე ფერი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. საკვანძო საკითხია საძინებლისთვის სწორი ფერთა გამის შერჩევა, რათა ადვილად დაძინება, კომფორტულად დასვენება და დილით კარგ ხასიათზე გაღვიძება შევძლოთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ ელფერს, რომლებიც იდეალურად გამოიყურება ნებისმიერი საძინებლის ინტერიერში და ასევე მიგასწავლით შესაფერისი საღებავების ზუსტ კოდებს, რათა მათი შეძენა მარტივად შეძლოთ ქართულ ბაზარზე.

ნაცრისფერი

ნაცრისფრის თითქმის ყველა ელფერი ოთახში ჰარმონიულ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ ინტერიერში მონოქრომატული პალიტრა შეინარჩუნოთ ან საკუთარ თავს ექსპერიმენტების საშუალება მისცეთ, რადგან ნაცრისფერი ნებისმიერი აქცენტისთვის შესანიშნავ ფონს წარმოადგენს.

მსგავსი ეფექტის მისაღებად კაპაროლის კატალოგიდან ჩვენ შევარჩიეთ ულამაზესი ნაცრისფერი ტონი, სახელწოდებით “Venato 50”.

მწვანე

მწვანე, როგორც წესი, ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება. როგორც ამბობენ, ბუნებრივი ტონები სტრესის მოხნას უწყობს ხელს. საძინებელში უმჯობესია, უპირატესობა მშვიდ ტონებს მიანიჭოთ, ვიდრე კაშკაშა ზურმუხტისფერს ან ღია მწვანე ელფერებს. მათ საუკეთესოდ ერწყმის ისეთი ნეიტრალური ტონები, როგორიც არის ნაცრისფერი, თეთრი და კრემისფერი.

მსგავსი ეფექტის მისაღებად კაპაროლის კატალოგიდან ჩვენ შევარჩიეთ ტონი, სახელწოდებით “Patina 50”.

ლურჯი

ცისფერი ელფერები ზღვის ტალღებისა და მოწმენდილი ცის შეგრძნებას აღძრავს, რის გამოც მათ საძინებელში სიმშვიდისა და კომფორტის განწყობა შემოაქვს. კედელზე ამ ფერის როგორც ღრმა, მუქი ტონები, ასევე, ჰაეროვანი პასტელური ფერები, ერთნაირად კარგად გამოიყურება.

მსგავსი ეფექტის მისაღებად კაპაროლის კატალოგიდან ჩვენ შევარჩიეთ უმშვენიერესი “Pacific 125”.

კრემისფერი

კრემისფერი ტონები საძინებელში სითბოსა და უსაფრთხოების განცდას ქმნის. იმისათვის, რომ თქვენი ინტერიერი ძალიან მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ ინტერიერს რამდენიმე რბილი ფერის აქცენტი დაამატოთ ან შეუთავსოთ სხვადასხვა ტექსტურები, როგორიც არის, მაგალითად, ნამდვილი ტყავი და ხავერდი.

მსგავსი ეფექტის მისაღებად კაპაროლის კატალოგიდან ჩვენ შევარჩიეთ დახვეწილი ტონი “Palazzo 110”

ვარდისფერი

ვარდისფერი ბამბის ნაყინთან, ზეფირთან და ცქრიალა ღვინოსთან ასოციაციის გამო, განწყობას ამაღლებს და უსაფრთხოების განცდას ქმნის. საძინებლისთვის შეარჩიეთ პუდრისფერი ტონები და პალიტრას დაამატეთ თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი, რათა ინტერიერი ზედმეტად „ტკბილი“ არ გამოვიდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი ეფექტის მისაღებად კაპაროლის კატალოგიდან ჩვენ შევარჩიეთ ჭუჭყიანი ვარდისფერი “Magma 85”.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ახალგაზრდა წყვილის მყუდრო ბინა სოლოლაკში – რუსუდან ლაშხის ნამუშევარი

ფოლადის ადამიანი – დიზაინერი რონ არადი