in

ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებული სახლი ნიუ-იორკში – ანდრე მელონეს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

“მგრძნობიარე” არ არის სიტყვა, რომელიც ხშირად ასოცირდება ინტერიერთან, მაგრამ ეს არის სიტყვა, რომელსაც ანდრე მელონე იყენებს თავისი ნამუშევრების აღსაწერად.

“მე მითხრეს, რომ მათში რაღაც სექსუალურია და ძალიანაც ვამაყობ ამით”, – ამბობს ბრაზილიაში დაბადებული ნიუ-იორკელი ინტერიერის დიზაინერი.

განსაცვიფრებელი ინტერიერი, რომელიც მან საკუთარი ხელწერით შექმნა ბრუკლინში, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული კორპუსის ბინაში, მაცდური, მყუდრო და პროპორციულია.

ანდრეის კლიენტებს, ცოლ-ქმარს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე სხვა სახლი აშშ-ში, სურდათ ოჯახთან ახლოს ყოფნა.

“ბინა არის მხოლოდ სამი მეოთხედი მილის დაშორებით, სადაც ჩვენი შვილიშვილები ცხოვრობენ. გვინდოდა, რომ ჩვენი ნიუ-იორკის სახლი ყოფილიყო სივრცე, რომლითაც ფორმალურად გავერთობოდით, მაგრამ ის ასევე შესაფერისი უნდა ყოფილიყო ჩვენი ოჯახის ყველა თაობისთვის“, – განმარტავს წყვილი.

სამზარეულოს სიცხისა და საკვების მომზადების პროცესის დასამალად, ანდრემ დააპროექტა ფოლადის ფანჯრები და დახრილი შუშა, რაც მას საშუალებას აძლევს, იყოს იზოლირებული და პირადული.

ასევე პირადული განცდის შესაქმნელად სასადილო ოთახში გამოიყენეს მუქი ფერის ჟალუზები, რომლებიც თანხვედრაში მოდის ამ სივრცეში არსებულ ფერებთან.

“მისაღები ოთახი არის ძალიან დიდი და კვადრატული ფორმის. ხშირად უფრო ადვილია ავეჯის განთავსება მართკუთხა ოთახში, სადაც დივანი შეიძლება დაიდგას გრძელ კედელთან. აქ ვიპოვეთ მოდულური დივანი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ცენტრალური ელემენტი დანარჩენი დასასხდომი ადგილებისთვის.”

აქვეა 1930-იანი წლების ჰელენა რუბინშტეინის პარიზის აპარტამენტებით შთაგონებული, ჩაშენებული მაჰოგანის თაროები, რომლებზეც გამოფენილია აფრიკული ქანდაკებების ფართო კოლექცია.

მაჰოგანით დაფარული კედლები განსაზღვრავს შუა საუკუნის სტილს. ხალიჩა კი აქაურობას მდიდრული კომფორტის განცდას მატებს.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებდი შავ, ყავისფერ და ლურჯ ფერებში, მაგრამ საძინებლისთვის მფლობელმა მოითხოვა შემდეგი ფერთა პალიტრა: ღია ცისფერი, ვარდისფერი და ყვითელი, რაც ჩემთვის რთული განსახორციელებელი იყო“, – ამბობს ანდრე.

ინტერიერის დიზაინერი: ანდრე მელონე

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson/Otto

RODA – გარე ავეჯი საინტერესო ფილოსოფიით

მეღვინეობა შილდა – ტრადიციები და თანამედროვე ხედვა ინტერიერში