in

შეარჩიეთ კარი თქვენი ინტერიერისთვის

კარი იშვიათად არის ინტერიერის მთავარი დეტალი, მაგრამ მისი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევა ნამდვილად საჭიროა, რათა ის მთლიან ვიზუალს სწორად მოერგოს. ბევრი თანამედროვე დიზაინერი კარის საკმაოდ გაბედულ დიზაინებს იყენებს და ამ შემთხვევაში კარი ინტერიერის მთლიანი სტილის საერთო იდენტობის მაკარნახებელი ნაწილიც შეიძლება გახდეს. კარის ფუნქცია სივრცეების გამოყოფა და ხმის იზოლაციაა. მისი შერჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რადგან დღეს ბაზარზე რამდენიმე ტიპის ინტერიერის კარს ვხვდებით.

კარის მასალების ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, დაწყებული ხიდან, დამთავრებული მინით. მასალის არჩევისას მთავარია ვიცოდეთ რა უხდება ჩვენს ინტერიერს და რამდენად ბუნბრივ მასალას ვეძებთ.

გასახსნელი კარი

ეს კარის ყველაზე სტანდარტული ტიპია, რომელიც სახელურის მექანიზმის წყალობით იღება და იკეტება. მისი მოწყობა რემონტის დროს მარტივია, დატოვებულ ღიობზე ასეთი კარიც და ჩარჩოც პირდაპირ იკიდება. გასახსნელი კარი ჩარჩოს გარეშეც არსებობს, რომელსაც უხილავ კარს ეძახიან. ამ შემთხვევაში მონტაჟს მეტი ტექნიკა სჭირდება.

გასასრიალებელი კარი

ზოგ სივრცეში, სწორედ ასეთი კარია ყველაზე კომფორტული. გასასრიალებელი კარი მოძრაობს მხოლოდ ჰორიზონტალურად, რაც ხშირ შემთხვევაში ოთახში მისი გაღების სივრცესაც გვიზოგავს.

დასაკეცი კარი

დასაკეცი კარი საკმაოდ მარტივი მექანიზმისგან შედგება, ის უბრალოდ იკეცება და იხსნება. ამგვარ კარს ძალიან ხშირად ვხვდებით გარდერობის ოთახებში, სადაც სივრცის ნაკლებობაა.

ღერძზე მბრუნავი კარი

ასეთ კარს ხშირად შენობის მთავარ შესასვლელებში ვხვდებით. ეს არის კარი, რომელიც ერთ წერტილზე ბრუნავს და ისე იხსნება. მისი სიგანე უფრო დიდია, რადგან შესვლა კომფორტული იყოს.

მსგავსი კარის შერჩევა ქართულ ბაზარზე რამდენიმე მაღაზიაში შეგიძლიათ:

megadoors.ge

gabuild.ge

doremi.ge

domino.com.ge

 

2020 წლის 6 ტრენდული გადახურვის მეთოდი

“შილდას” შენობის პროექტი კახეთში როგორც “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი