in

Stuart Silk Architects-ის მიერ დაპროექტებული ტბისპირა სახლი ამერიკაში

ეს შესანიშნავი სახლი ჩელანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ჩელანის ტბა ცხელი, გვალვიანი კლიმატით, სუფთა წყლებითა და ალპების მსგავსი პეიზაჟებით გამოირჩევა. 8,000m2-ზე მეტი მიწის ნაკვეთი მთავარ სახლს, ორ სასტუმრო ბუნგალოს, ღამის გასათევ ადგილს, აუზიან სახლს და ავტოფარეხს მოიცავს. ამ სახლის ინსპირაციას წარმოადგენს ტბის სახლების დიდი ტრადიცია, რომელსაც მთელი აშშ-ის მასშტაბით შეხვდებით – მათ შორის ადირონდაკსა და ნიუ ჰემფშირში. შედეგს კი წარმოადგენს სივრცე, რომელიც ოჯახსა და მეგობრებს შეკრებისა და ტბის პირას ცხოვრებით სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს.

კლიენტებს ძალიან სურდათ, რომ სახლს ისეთი ეფექტი ჰქონოდა, თითქოს ის აქ თაობების განმავლობაში იყო. დიზაინერების გუნდმა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გასწია.

მთავარი რეზიდენცია ფუნქციონირებს როგორც კომპლექსის ცენტრალური ჰაბი. აქ არის დიდი მთავარი ოთახი, რომლის სივრცე ჯგუფური შეკრებებისთვის სავსებით საკმარისია. ეს არის სახლის ბირთვი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ აუზი, ნავსადგომი, სანაპირო და ეზო თვალსაჩინოდ დაინახოთ. ლანჩისა და ვახშმის დიდი შეკრებების მოსაწყობად დიდი გარე, გადახურული სასადილო ტერასა სახლის გადამწყვეტი ელემენტია. გარე ოთახი განლაგებულია ისე, რომ სამზარეულოსთვის ან მთავარი სივრცისთვის შუქი და ტბის ხედები არ დაბლოკოს. გადახურული ტერასა სახლის საერთო ტერიტორიების (სასტუმრო და სასადილო სივრცეები), კერძო სივრცეებისგან (ოთხი საძინებელი და კაბინეტი) გამოყოფას ემსახურება. სახლის ორ სივრცეს შუქით აღსავსე დერეფანი აკავშირებს.

მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია ოთხი გარე შენობა, მათ შორის ორი კოტეჯი, სადაც სტუმრებს სრული განმარტოების და, ამასთან, წყლის აქტივობებთან და ოჯახურ გართობასთან ახლოს ყოფნის საშუალება აქვთ. გარდა ამისა, აქ არის საბავშვო ზონა, სადაც, ნამდვილი ბანაკის ატმოსფეროს შესაქმნელად, 12-მდე ბავშვის განთავსება შეიძლება. ინტერიერის დიზაინი უზრუნველყოფს ხალისიან ესთეტიკას, მათ შორის ტრადიციულ ტბისპირა ელემენტებს, როგორიც არის, მაგალითად, ტერასის ჭერზე ჩამოკიდებული ძველი ტბის კანოე.

მინის კუბი, როგორც სარეკლამო კონსტრუქცია – „ვოლვო ქარ საქართველოს“ განსხვავებული მიდგომა კომუნიკაციაში

7 რამ, რაც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს