in

თანამედროვე აბაზანის დიზაინი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

თანამედროვე სტილის აბაზანა ძალიან მიმზიდველი და ელეგანტურია. ეს არის სახლის ის ნაწილი, სადაც გლუვი ზედაპირები და სტილი სრულყოფილად იგრძნობა. იდეალურ შემთხვევაში, აბაზანის დეკორი უნდა ეხამებოდეს სახლის ზოგად სტილს, თუმცა, არსებობს პროექტები, სადაც სველი წერტილების დიზაინი კარდინალურად განსხვავდება სხვა სივრცეებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებითა და საინტერესო დეტალების შემოტანით, შესაძლებელია ისეთი სტილის შექმნა, რომელიც იქნება როგორც ესთეტიკურად მიმზიდველი, ასევე ფუნქციურად გამართული.

ხშირად ასეთი ეფექტის მისაღებად არჩევანს მინიმალისტურ სტილზე ვაკეთებთ, თუმცა თანამედროვე აბაზანას ძალიან უხდება მუქი, მკვეთრი ფერის დეტალებიც. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ სახლის ამ ნაწილის მოწყობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ დიზაინზე, არამედ მრავალმხრივ და მრავალფუნქციურ ნივთებზეც გავამახვილოთ, რათა საბოლოო ჯამში, მივიღოთ ერთდროულად ლამაზი და კომფორტული აბაზანა.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ რეალიზებული პროექტებიდან, რომლებიც აბაზანის მოწყობის პროცესში თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

პრიზმის ფორმის სახლი არგენტინაში – La Base Studio-ს პროექტი

არქიტექტურული სივრცე, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა ადამიანისთვის — ინტერვიუ გოგიკო საყვარელიძესთან