in

როგორ იცვლებოდა თეთრი სახლის საშობაო დეკორაციები ბოლო წლებში

პირველი ნაძვისხე 1889 წელს თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბენჯამინ ჰარისონმა დადგა. იქამდე საახალწლო განწყობის შექმნა რეზიდენციაში რამდენიმე მინიმალური დეკორაციით შემოიფარგლებიდა. 1961 წლიდან თეთრი სახლის გრანდიოზულად მორთვა უკვე ტრადიციაა და მოქმედი პირველი ლედი ყოველ წელს ამშევენებს დარბაზს საახალწლო, თემატური დეკორაციებით.

Banner M2
Banner M2

დონალდ და მელანია ტრამპები 2020 წელს უკვე მეოთხე შობას ხვდებიან თეთრ სახლში. წლევანდელი თემა – “ლამაზი ამერიკაა”. წელს ხეებზე გარდაცვლილი გმირების სახელები დაკიდეს მათთვის პატივის მისაგებად. ქვეყანას ბევრი ბუნებრივი საოცრება გააჩნია და ეს დეკორაციები ამ გარემოებასც უსვამს ხაზს. რეზიდენციის შესასვლელში ტრადიციულად ოქროს ვარსკვლავიანი ნაძვის ხე დგას.

2020
2020 1
2020 2
previous arrow
next arrow

 

2019 წელს თეთრი სახლის დეკორაციების თემა “ამერიკის სული” იყო. ეს იდეა პატივს მიაგებს ტრადიციებს და ისტორიას. პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შექმნილი ეს დეკორაციები იმ გაბედულ ადამიანებს მიაგებს პატივს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამერიკული სულისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

2019 5
White House Christmas
2019 2
2019
previous arrow
next arrow

 

2018 წელს დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში მეორე შობა აღნიშნეს. ამ წლის თემა იყო “ამერიკული საგანძური” და მისი იდეა ამერიკის უნიკალური მემკვიდრეობა იყო. პირველი ლედის მიერ შექმნილი დეკორაციები პატრიოტიზმის სულისკვეთებით ანათებდა. ფოიეში 40-ზე მეტი ნაძვისხე დაიდგა.

ee7e271a-cfb7-4ba8-ae3f-214a1764dbae-01
first-lady-Melania-Trump-unveiled-White-House-Christmas-decorations
112618_christmas_23
2017 4
previous arrow
next arrow

 

2017 წელი ტრამპების ოჯახისთვის პირველი წელი იყო თეთრ სახლში. დეკორაციები პირველმა ლედიმ თემის მიხედვით მოაწყო. ამ წლის თემა იყო – “დროის დამსახურებული ტრადიციები”. ეს იყო პატივის მიგება 200 წლის განმავლობაში არსებული თეთრი სახლის სადღესასწაულო ტრადიციების მიმართ.

The White House Previews Its Holiday Decorations
2017 3
2017 2
2017
previous arrow
next arrow

 

ობამას ადმინისტრაციის მერვე და ბოლო საშობაო სეზონის დეკორაციების 2016 წლის თემა “არდადეგების საჩუქარი” იყო. პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ დეკორაციების ავტორად კიდევ ერთხელ ვეტერანი ღონისძიებების დამგეგმავი ბრაიან რაფაელი აირჩია. ობამამ  გადაწყვიტა, რომ ამ წელს აქცენტი საჩუქრის იდეაზე გაეკეთებინა. თემა არა მხოლოდ ახალ წელს გაცემულ საჩუქრებს ეხება, არამედ როგორც ობამები აღნიშნავენ, მათთვის თეთრ სახლში გატარებული 8 წელიც საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს.

2016 4
2016 3
2016 2
2016 8
2016 7
2016 6
2016 5
2016 0
previous arrow
next arrow

 

მადლიერების დღის მეორე დღეს, თეთრი სახლის ნაძვის ხის დადგმის დროს, რეზიდენციის საახალწლო მხიარულებას მთელი ქვეყანა  იზიარებს. 2015 წელს, ბარაქ და მიშელ ობამას თეთრ სახლში ყოფნის მე-7 წელს, საშობაო დეკორაციების თემა იყო “მარადიული ტრადიციები” და დეკორაციების მოწყობას 5 დღე და 100-ზე მეტი მოხალისე დასჭირდა.

2015 1
2015 2
2015 3
2015 4
2015 6
previous arrow
next arrow

 

 

 

ქართველი არქიტექტორების 5 შენობა თბილისში

ბუტიკ-სასტუმრო ზუბალაშვილის ქუჩაზე