in

ხის ავეჯის შექმნის ხელოვნება – Ton-ის ტექნიკა

 

TON ავეჯის მწარმოებელი ჩეხური კომპანიაა, რომელიც 1861 წელს დაარსდა. მნიშვნელოვანი რეფორმების, ორი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისების დაძლევისაა და შეუდარებელი ხარისხის სტანდარტის დამკვიდრების შემდეგ TON-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ხის დამუშავების უნიკალურ ხერხს ფლობს. სწორედ ხის დამუშავების ამ ტექნიკაზე გიამბობთ დღევანდელ სტატიაში.

პირველ რიგში, ხის დამუშავება მისი გამოშრობით იწყება. Ton-ის საწყობებში 3000 სახეობის ხის მასალა ინახება, რომლებიც ფერის მიხედვით ხარისხდება და ხუთი თვის განმავლობაში მათი ჰიდრირებულობის დონე კონტროლდება. ზაფხულში Ton-ის თანამშრომლები ხეს ატენიანებენ, წყალს აპკურებენ, ხოლო ზამთარში პირიქით, მათ სპეციალურ ოთახებში აშრობენ. ეს ხანგრძლივი პროცედურა აუცილებელია, რათა მასალა სტაბილიზდეს, მეტად ხარისხიანი და გამძლე გახდეს.

ხის ავეჯად ქცევის გრძელ გზაზე მეორე ეტაპი მასალის ორთქლის ღუმელში გამოშრობაა. ღუმელში ყოფნის დრო და ტემპერატურა განსხვავდება ხის ტიპის მიხედვით, მაგალითად, წიფელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამყოლია, 100 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში თავსდება და მისი მოცულობის ერთი სანტიმეტრის გამოშრობას ერთი საათი სჭირდება.

მესამე ნაბიჯია ხის ფორმის შეცვლა, „მოღუნვა“. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ აქ ჩანს, გამოდგება თუ არა ხე სანდო ავეჯის დასამზადებლად. რთულია, ასევე, ხის ფორმის დამუშავების შესწავლა, ვინაიდან ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე ნამდვილი მეცნიერებაა.

მას შემდეგ, რაც დამუშავებულ ხეს უკვე აქვს მიღებული ფორმა, ის იღებება. თუ დამკვეთს სურს, რომ მის ავეჯს ბუნებრივი, ხის ფერი ჰქონდეს, მაშინ TON-ის სპეციალისტები მას მხოლოდ ლაქითა და ზეთით ამუშავებენ.

ფერის დამუშავების შემდეგ საბოლოო ეტაპი ხის ფორმების ხელით შესწორება  ან ნაწილების აწყობა და ავეჯად ქცევაა. TON-ის გამოცდილ გუნდს ნაწილებისგან მთელი ავეჯის აწყობა 90 წამში შეუძლია. დასრულებული პროდუქტი ილაქება ან იზეთება. TON-ს საკუთარი საუკუნოვანი გალაქვის „რეცეპტი“ აქვს, რომლის წყალობითაც ავეჯსა და ლაქის ზედაპირს შორის მტვერი საერთოდ არ რჩება და ის მალე შრება.

რაც შეეხება ავეჯის დაზეთვას, ამ შემთხვევაში TON-ის თანამშრომლები საკუთარ, სპეციალურ ნატურალურ ზეთს იყენებენ, რომელიც პროდუქტსაც უფრთხილდება და ეკომეგობრულობიდან გამომდინარე, მის მფლობელსაც.

შემდეგი ეტაპი, რომელიც TON-ის ყველა პროდუქტზე არ ვრცელდება, არის ავეჯზე დამატებითი მასალის გადაკვრა. თუ დამკვეთს სურს, რომ მის სკამებსა და სავარძლებს სხვა ფერი ან ფაქტურა ჰქონდეთ, TON-ის თანამშრომლები ავეჯს მომავალი მფლობელის სურვილის მიხედვით ამუშავებენ.

ასე სრულდება ხის ავეჯად გარდაქმნა. დასრულებულ ავეჯს ევროპული სტანდარტის (EN 161397 Furniture) მიხედვით ამოწმებენ და ტესტირებას უტარებენ, რომლის დროსაც გამოიცდება პროდუქტის გამძლეობა და უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ TON-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოშიც ჰყავს. TON-ის პროდუქციის ნახვა შესაძლებელია მათ შოურუმში კეკელიძის 14 ნომერში, სრული ასორტიმენტი კი ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე. 

რა უნდა ვიცოდეთ სამშრიან პარკეტზე

ბრენდი “Driade” – იტალიური დიზაინის ეტალონი