in

ბრენდი “Driade” – იტალიური დიზაინის ეტალონი

გამორჩეული, კრეატიული და განსაკუთრებული ავეჯის იტალიური ბრენდი Driade-ს ისტორია 1968 წლიდან იწყება.  ადამიანის თავის ფორმის სავარძელი, დესაო ადამიანის გამოსახულებით,  თაროები ვენერას ქანდაკებით –  მათი პროდუქტები ყველა ადამიანს აღაფრთოვანებს. “Driade”-ს  წარმატების ისტორია ნიჭიერი ხელოვანი ადამიანების მიერაა განპირობებული. “Driade” ქმნის დიზაინის ტენდენციებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას.

იტალიური ავეჯის კომპანია 1968 წელს დაარსდა სამი ადამიანის მიერ. ესენი იყვნენ: კომპანიის დირექტორი –  ენრიკო ასტორი, მისი მეუღლე ადელაიდე ასერბი (კორპორატიული და კომუნიკაციის დიზაინერი) და ანტონია ასტორი (არქიტექტორი და პროდუქტის დიზაინერი). ბრენდის  წარმატება მისი დაარსების წლიდანვე დაიწყო.

“Driade”-ს დიზაინის ლაბორატორიად მიიჩნევენ, სადაც ინტერიერის ყველა შესაძლო ასპექტის  შესწავლა ხდება და მიმდინარეობს მუდმივი ექსპერიმენტები და კვლევა, რათა  ინტერიერის ავეჯი ხელოვნების ნიმუშად იქცეს. ბრენდს შექმნილი აქვს ბევრი „ისტორია“, რომელიც ამ მთავარი იდეის გარშემო ტრიალებს.

80 იან წლებში “დრიადემ” წარმოადგინა ლეგენდარული კოლექცია “Driade Aleph”, რომლის დიზაინი ნაწილობრივ ემყარებოდა იტალიის ავეჯის დიზაინის ჯგუფ “Memphis’-ს. ამ დიზაინებზე დრიადეს ბრენდისათვის საერთაშორისოდ ცნობილმა დიზანერებმა იმუშავეს.

“Driade”-ს მაღაზია 1990-იანი წლებიდან გაიხსნა. ბრენდს აქვს თანამედროვე და პრაქტიკული ავეჯი, რომელშიც ინოვაცია ძირითადად დეტალებშია. “Driade”-ს პროდუქცია ძირითადად პლასტიკისგან არის დამზადებული.

ბრენდი აწარმოებს შიდა და გარე ავეჯს, საგნებსა და ქსოვილებს, რომელთაც სიმსუბუქისა და კომფორტის სინთეზი, მინიმალისტური და ელეგანტური დიზაინი ახასიათებთ. მათ შორისაა ენზო მარის კოლექცია Elisa, რომელიც სავარძლებსა და ტახტებს აერთიანებს.

“Driade”-ს პროდუქციის ისტორია მოიცავს ისეთ ცნობილ დიზაინერებთან კოლაბორაციას, როგორიცაა დიზაინის ვარსკვლავად აღიარებული ფილიპ სტარკი. 

ხის ავეჯის შექმნის ხელოვნება – Ton-ის ტექნიკა

“Bulthaup” – “ჭკვიანი სამზარეულოების” ბრენდი