in

რა უნდა ვიცოდეთ სამშრიან პარკეტზე

სპეციალიზირებულ მაღაზიაში მისვლისას, მასიური ნატურალური პარკეტის შემდეგ, აუცილებლად სამშრიან საპარკეტე დაფას შემოგთავაზებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულს დღევანდელ დღეს. ის რა თქმა უნდა ვერ ჯობნის ხის ნატურალურ პარკეტს, თუმცა მისი დაგების სიმარტივით ბევრ ადამიანს ხიბლავს. მოდით, უკეთ გავიცნოთ იატაკის საფარის ეს სახეობა და მისი ძირითადი თავისებურებები.

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ 2 და 3 შრიანი საპარკეტე დაფები მხოლოდ შრეების რაოდენობითა და სისქით განსხვავდება. სინამდვილეში 3 შრიანი პარკეტი პრინციპულად განსხვავებული ხის საფარია, ხოლო ორ შრიანი ერთგვარი გარდამავალი რგოლია ლამინატსა და სამშრიანს შორის.

ეს საფარი შედგება ერთმანეთისაგან პერპენდიკულარულად განლაგებული სამი ფენისგან:

ზედა – რომელიც დამზადებულია ძვირფასი ხის ჯიშებისგან და  ესთეტიური ფუნქციის მატარებელია;

საშუალო – ძირითადად წიწვოვანი ჯიშებისგანაა დამზადებული და მისი ფუნქცია მასალის შიდა დაჭიმულობის ჩახშობაა;

ქვედა – იწარმოება მთლიანი ხის დაფისგან და მთელი კონსტრუქციის შემკვრელის როლს ასრულებს.

შედეგად მიიღება შეკრული, მდგრადი სისტემა, რომელიც დეფორმაციას ნაკლებად ექვემდებარება. მისი თვისებებიდან გამომდინარე, სამშრიან დაფას ძირითადად „მცურავი“ იატაკის დაგებისას იყენებენ. უფრო მეტიც, ზედაპირზე სტატიკურად დამაგრებული ან დაწებებული სამ შრიანი დაფა კარგავს მისი სასარგებლო თვისებების ნაწილს.

 

მისი ძლიერი მხარეებიდან აღნიშვნის ღირსია:

  • საპარკეტე ზედაპირის აწყობა-დაშლის შესაძლებლობა;
  • პარკეტის დაგების მინიმალური დანახარჯები;
  • საპარკეტე დაფის სისქის წყალობით (14-15 მმ.) მისი გაძლიერებული თბომედეგობა.

სუსტი მხარე:

  • სამშრიანი პარკეტი ცუდად ეწყობა თბილი იატაკის სისტემას;
  • ფაქტიურად არ იძლევა მხატვრული წყობის შესაძლებლობას;
  • მისი რესტავრირება რთულია.

პოსტერები, როგორც ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილი – “აუდიტორიუმის” ხედვა

ხის ავეჯის შექმნის ხელოვნება – Ton-ის ტექნიკა