in

ვარდისფერი ტონები სამზარეულოს დიზაინში – იდეები ინსპირაციისთვის

Banner M2
Banner M2

 ვარდისფერი სამზარეულო 2020 წლის ერთ-ერთი ტენდენცია იყო. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს გამოკვეთილი, მხიარული ფერი ნებისმიერი სახის ინტერიერს სახალისოს და საინტერესოს ხდის. მიუხედავად ამისა, ვარდისფერი რთულად შესახამებელ ფერად მიიჩნევა, რის გამოც ხშირად ადამიანები მის გამოყენებას ერიდებიან და რომელიმე ნეიტრალურ ფერზე აკეთებენ არჩევანს. 

სინამდვილეში, ვარდისფერი  ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესახამებელი ფერია, მრავალფეროვანი ტონალობებით. აღნიშნული ფერის გამოყენება შესაძლებელია  როგორც მთავარ აქცენტად, ასევე უბრალოდ ფონად.

იმისთვის, რომ უფრო გაბედულად შეძლოთ ვარდისფერის გამოყენება, ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ რჩევებს აღნიშნული ფერის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვარდისფერი ძალიან უხდება თეთრს, ლურჯს, ნაცრისფერსა და შავს. მას უამრავი განსხვავებული ტონალობა აქვს. დაწყებული მკვეთრი, მყვირალა ფერიდან, დამთავრებული პასტელური, მშვიდი ფერით, რომლის გარჩევა თეთრი ფერისგან მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგაა შესაძლებელი. 

სამზარეულოში ვარდისფერის გამოყენების სხვადასხვა ხერხი არსებობს:

  • ვარდისფერი კედელი

კედლების ვარდისფრად შეღებვა მარტივი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ვარდისფერი კედლები პატარა ზომის სამზარეულოსაც კი ზრდის ერთი შეხედვით. ასევე ხალისიანი კედლები თქვენს ინტერიერში შემოიტანს სითბოს და საინტერესოს გახდის მას. 

  • ვარდისფერი სამზარეულოს ავეჯი

სამზარეულოს ავეჯის ფრად შეგიძლიათ ვარდისფერის რომელიმე ტონალობა შეარჩიოთ. არ არის აუცილებელი “მყვირალა”  ვარდისფერზე იფიქროთ. პასტელური ფერი ნებისმიერ სივრცეს დაათბობს. 

  • ვარდისფერი კუნძული

იმ შემთხვევაში თუ სამზარეულოს გარნიტური მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, თეთრი ან თუნდაც შავი ფერის გაქვთ, ვარდისფერი კუნძული იდეალური ვარიანტია, ვინაიდან მისი ტონები საკმაოდ კარგად ეხამება ზემოთ ჩამოთვლილ ფერებს. 

  • ვარდისფერი ფილები სამზარეულოში

თუ ვარდისფერი ავეჯის სამზარეულოში გამოყენება მაინც არ მიგაჩნიათ პრაქტიკულად, შეგიძლიათ ეს ფერი კედლის ფილებისთვის გამოიყენოთ.

  • ვარდისფერი იატაკი

იმ შემთხვევაში თუ კედლებზე და სამზარეულოს ავეჯის ფერზე ვერ ჩამოყალიბდებით, არსებობს ძალიან ლამაზი ვარდისფერი გრანიტის მასალა, რომელსაც მარტივად აქცევთ თქვენი სამზარეულოს ინტერიერის ნაწილად. 

  • ვარდისფერი ფარდა და განათება

ვარდისფერი ნოტების შეტანა ინტერიერში ფარდის ან განათების სახითაც შესაძლებელია. თუ ექსპერიმენტებს მაინც ერიდებით, ამ გზით ინტერიერი არ დაგიმძიმდებათ და ვარდისფერი ფონად გამოგადგებათ. 

როგორ მოვარგოთ ინტერიერის დიზაინი შინაურ ცხოველებს?

California Meadow House – Olson Kundig-ის პროექტი