in

California Meadow House – Olson Kundig-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ვუდსაიდში, კალიფორნიის შტატში მდებარე ამ კერძო სახლის საერთო ფართობი, ექსტერიერის სივრცის ჩათვლით, 1580 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტი არქიტექტურულ სტუდია „Olson Kundig“-ს ეკუთვნის. მასზე მომუშავე არქიტექტორების თქმით, ის ჩანაფიქრშივე წარმოდგენილი იყო, როგორც ერთიანი, ცოცხალი, ტალღოვანი ქმნილება, ოჯახური სახლი, რომელიც არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ხელოვნებასა და ლანდშაფტს ერთ სივრცეში გააერთიანებდა.

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

მთელი პროექტი ცენტრალური საცხოვრებელი ტერიტორიის ირგვლივაა გაერთიანებული, საიდანაც რამდენიმე აუზის, ბაღისა და ახლოს მდებარე სანტა კრუზის მთების ხედი იშლება. ნაკვეთი სახლის გარდა მოიცავს სამ დამატებით შენობას და ექსტერიერში განთავსებულ ფართო სივრცეს, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი ხალხმრავალი წვეულებების მოწყობა.

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

სახლის რამდენიმე სტრუქტურას შორის სივრცე საოცარი ლანდშაფტითაა შევსებული. თავის მხრივ, ლანდშაფტზე არქიტექტორებმა იზრუნეს და ის ორ ნაწილადაა დაყოფილი. ლანდშაფტის პროექტი მოიცავდა დიდ ვენახს, ზეთისხილის ხეებისა და გარეთა თავშეყრის ადგილების შექმნასა და წესრიგში მოყვანას.

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

ნაკვეთს აქვს მეორე მხარეც, რომელიც არაა განაშენიანებული და პროექტის მიხედვით თვალწარმტაც მდელოდაა დატოვებული. აქვეა განთავსებული “უსასრულო” აუზი, რომლიდანაც სწორედ ხსენებული მდელოს ჰარმონიული ხედი იშლება.

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

ექსტერიერის მიწისფერი ტონალობები, რომლებიც კალიფორნიის ტყეებითაა შთაგონებული, ინტერიერში გრძელდება, სადაც ასევე ვხვდებით დაკვეთით შესრულებულ, უნიკალურ ავეჯსა და განათებებს, რომლებიც ჯილ ოლსონს (Jim Olson) ეკუთვნის. საერთო ჯამში სახლი ბუნებას არა მხოლოდ ფილოსოფიურად და ვიზუალურად, არამედ პრაქტიკულადაც ერწყმის.

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,© Matthew Millman

California Meadow House / Olson Kundig,Floor plan

California Meadow House / Olson Kundig,Site plan

ფოტოგრაფი: Matthew Millman

ვარდისფერი ტონები სამზარეულოს დიზაინში – იდეები ინსპირაციისთვის

ბინა ჟვანიას ქუჩაზე – ირინა ეგაძისა და რეზი პეტრიაშვილის მზით სავსე ინტერიერი