in

ვილა სანტანი – ნუენდორფების მინიმალისტური საკურორტო სახლი

 

Alliance Group
Alliance Group

71 წლის ბრიტანელი არქიტექტორი ჯონ პაუსონი 30 წელზე მეტია ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მისთვის დამახასიათებელ, მინიმალისტურ არქიტექტურას.

ვილა სანტანი 1987 წელს აშენდა მაიორკაზე ორი გერმანელი არტ დილერისთვის. დამკვეთებმა და არქიტექტორმა შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი ტოსკანაში, იტალიაში და ამას მოყვა ჯონ პავსონის ოფისის ერთ-ერთი პირველი დაკვეთა, რომელიც მაშინდელ პარტნიორთან კლაუდიო სილვესტრინთან ერთად გააკეთა. 

სახლის დიდი ზომა და სწორი, სუფთა ფორმები გარემოსთან ძალიან საინტერესო ვიზუალს ქმნის. ფასადის ლესვის დროს მოხდა ადგილობრივი ნიადაგის წითელი პიგმენტის შერევა, რამაც ასეთი ბუნებრივი ვარდისფერი ფერი მისცა კედლებს. ინტერიერში კი მასიურად დომინირებს თეთრი ფერი. 

ძალიან საინტერესოდ აქვს არქიტექტორს გამოყენებული ბუნებრივი განათება, რასაც კედლის გრძელი ჭრები და ფანჯრების განსხვავებული გეომეტრია ქმნის. შენობას აქვს შიდა ეზო, რომელსაც ორი მხრიდან ოთახები ესაზღვრება, დანარჩენი ორიდან კი მაღალი თხელი კედლები, რომელთა სიმაღლეც ვიწრო ჭრით კიდევ უფრო დრამატიზებულია.

 

“თავდაპირველად ადამიანები დაგვცინოდნენ, როდესაც ეს სახლი აშენდა, მაშინ მინიმალიზმის კონცეფცია არ არსებობდა, მაგრამ დღეს უკვე ხალხი აღფრთოვანებულია, ისინიც ვისაც საზოგადოებისგან დასვენება და განმარტოება უნდა, რადგან სახლი 13 ჰექტარ ტყეშია და თითქმის არ გვყავს მეზობლები, და ასევე ისინი, ვინც გემოვნებიან დასარჩენ ადგილს ეძებენ მაიორკაში, სანტანის სოფელთან” – ქეროლინ ნუენდორფი, სახლის პირველი მეპატრონე.

 

5 საძინებლიანი სახლი 580 კვადრატული მეტრია, რომელიც დახლოებით 11 ადამიანს იტევს. 30 წლის მერე, დღეს ვილა ქირავდება ღამეში 570 ევროდ.

 

 

ფოტოები: Thespaces, Johnpawson

წყარო: Thespaces, Dwell, Johnpawson, Archeyes

კონცეპტუალური მაღაზია ცის ჭერით – Haight Clothing Store

Stairway House – კიბის სკულპტურა ტოკიოში მდებარე საცხოვრებელ სახლში