in

რა უნდა ვიცოდეთ “ეკო-მეგობრული” მასალების შესახებ

ენერგოეფექტური მასალები სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს სამშენებლო ინდუსტრიაში. ისინი ეკოლოგიურად სუფთაა, გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და მომსახურების დიდი პერიოდით. შედარებით მაღალი ღირებულების მიუხედავად, გადახდილ თანხას რამდენიმე წელიწადში ერთიორად ანაზღაურებენ.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1. გადამუშავებული ფოლადი

დღესდღეობოთ მშენებლები მზიდი ჩარჩოს შექმნის პროცესს ამარტივებენ. ამას ისინი ახარხებენ ინდივიდუალურად დამზადებული ფოლადის კონსტრუქციების, მილებისა და პანელების მეშვეობით. თუ მაგალითისათვის 190 კვადრატული მეტრი სახლის მშენებლობისთვის საჭიროა 40-50 ხე, გადამუშვებული ფოლადის ჩარჩოსთვის საკმარისია  6 ჩამოწერილი მანქანის გადამუშავება.   ამავე დროს ფოლადის კონსტრუქციები გაცილებით მდგრადია ხის კონსტრუქციებთან შედარებით.

2. ბეტონის ფორმების იზოლაცია

ეს ტექნოლოგია 60 წლისაა და ხელმეორე აღმავლობის პერიოდს განიცდის ენერგიის დაზოგვის თვისებების გამო.

მათ “საიზოლაციო მასალის ორ ფენას შორის მოთავსებულ, ჩამოსხმულ ბეტონის კედლებსაც” უწოდებენ. ეს საიზოლაციო ფენები სტრუქტურის მუდმივ ნაწილებად რჩებიან. კვლევების მიხედვით, იზოლირებული ბეტონის ფორმებისგან დამზადებული შენობები, ენერგიის მოხმარებას 20 პროცენტით ამცირებს.

3. მცენარეული წარმოშობის პოლიურეტანის მყარი ქაფი

მას შემდეგ, რაც სერფინგის დაფების No 1 მწარმოებელი, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დაჯარიმდა და ბიზნესიდან გავიდა, სერფინგის დაფების ერთ-ერთმა მწარმოებელმა სან დიეგოდან, მცენარეული წარმოშობის ქაფის მასალის წარმოება დაიწყო. თანამედროვე პოლიურეტანის მყარი ქაფები მზადდება ბამბუკის, კანაფისა და წყალმცენარეებისაგან.

ე.წ. მყარი ქაფი გამოიყენება იზოლაციის, ქარის ტურბინის პირების, ავეჯისა და, რა თქმა უნდა, სერფინგის დაფებისათვის.

იზოლაციად გამოყენებისას, ქაფი გამოირჩევა მაღალი თბოწინაღობითა და ნესტგამძლეობით, შესანიშნავი აკუსტიკით, ობისა და მავნებლებისგან დაცვის მაღალი ხარისხით. ასევე აქვს დაბალი თბოგადაცემის კოეფიციენტი. ამიტომაც ის საუკეთესო საიზოლაციო მასალად ითვლება.

4. თივის ბალიები

ოდესმე აგიშენებიათ ლეგო? მაშინ თქვენ სახლის აშენებაც შეგიძლიათ. ეს არის მარკ ჯენსენის ფილოსოფია, რომელიც თივის სახლების მშენებლობას ხელმძღვანელობს. თივა სოფლის მეურნეობის სუბპროდუქტია, რომელსაც სხვა შემთხვევაში დაწვავდნენ.

მშრალი თივა ათასობით წლის განმავლობაში ძლებს. თივის ბალიები კარგად ეკვრება თაბაშირის კედლებს და კარგ იზოლაციას უზრუნველყოფს.

190 კვადრატული მეტრი ფართობი სახლის ასაშენებლად დაახლოებით 300 საშუალო ზომის თივის ბალიაა საჭირო.

5. ცივი გადახურვა

თუ გინდა ცხელ დღეს თავი გრილად იგრძნო, აჯობებს ატარო თეთრი მაისური, ვიდრე შავი, რადგან ის ირეკლავს მზის სხივებს. ცივი სახურავი სწორედ ამ თეთრ მაისურს ჰგავს: ის მზის სხივებს ირეკლავს და შენობას სიცხისგან იცავს.

წარსულში გადახურვის მასალები ღია ფერის იყო, მაგრამ ახალი ტექნოლოგიები მომხმარებელს  მუქი მასალების არჩევის საშუალებასაც აძლევს. ამ მასალების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული გადახურვის შემთხვევაში. თუმცა ცხელ დღეებში ელექტროენერგიის დაბალი გადასახადი დაგეხმარებათ ამ ხარჯების სწრაფად ანაზღაურებაში.

6. სტრუქტურული საიზოლაციო პანელები

იფიქრეთ  ორცხობილა „Oreo“-ზე და  შეგექმნებათ წარმოდგენა სტრუქტურული იზოლირებული პანელის (SIP) შესახებ. SIP მზადდება პენოპლასტის ქაფის ფენისგან, რომელიც მოქცეულია ფანერის, ბოჭკოვანი დაფის ან ცემენტის პანელებს  შორის. ექსპერტების შეფასებით, SIP ჩვეულებრივი მასალებისგან განსხვავებით სახლებზე 50%  ელ.ენერგიას ზოგავს,  მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ის უშნოა. მასალა ცეცხლგამძლეა და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საძირკვლების, იატაკების, სარდაფებისა და მზიდი კედლებისთვის. რაც შეეხება ესთეტიკურ მხარეს, ზედაპირს შეიძლება მიეცეს ხის, ქვის ან აგურის სახე.

7. კომპოზიტური ხე

ოდესმე დაინტერესებულხართ სად მიდიან პლასტმასის პაკეტები? გადამუშავების შემდგომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ გემბანის მშენებლობაში ან ადგილობრივ სათამაშო მოედანზე.

ექსპერტთა აზრით, ხის ბოჭკოებისა და პლასტმასის ნარჩენების 50-50 კომბინაცია უფრო გამძლე და ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ჩვეულებრივი სხვა კომპოზიტური მასალები. ის ასევე უფრო ხისტია, ვიდრე სუფთა პლასტმასი, რადგან ხის ბოჭკოები მატებს მას დამატებით ძალას.

კომპოზიტური ხე მდგრადია ობისა და ლპობის მიმართ. ის უფრო მყარია სიცივეში და პლასტმასთან შედარებით უფრო მოქნილი სითბოში. კომპოზიტური ხე  მნიშვნელოვნად ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი დამუშავებული ხის პროდუქტები.

8. Low-E ფანჯარა

 

“E”  გამოხატავს გამოსხივების კოეფიციენტს, ხოლო მეტალის ოქსიდის გამჭირვალე საფარი ფანჯრებზე ინარჩუნებს სითბოს სახლის შიგნით ზამთარში და გარეთ ზაფხულში.

როგორც წესი, ეს საფარი გამოიყენება საქარე გარე ფანჯრებზე იმ სახლებში, რომლებსაც არ აქვთ „მინაპაკეტი“. არსებობს რბილი და მყარი საფარის ტექოლოგია. რბილი საფარები დაიტანება შუშის შრეებს შორის, ხოლო მყარი საფარი გარედან. ეს ფანჯარა ხელს უწყობს გათბობის ხარჯების შემცირებას 10 – დან 20 პროცენტამდე.

 9. პანელი ვაკუუმის იზოლაციით

2.54 სმ სისქის პანელი ვაკუუმის საიზოლაციო ფენით (VIP) ტრადიციულ მასალებთან შედარებით 7-ჯერ მეტ საიზოლაციო დაცვას უზრუნველყოფს. ეს ტექნოლოგია შეიძლება იყოს იდეალური საიზოლაციო პანელი. თუმცა ფასის გამო, ამჟამად ის მხოლოდ კომერციული სამრეწველო მაცივრებისთვისა და სპეციალიზირებული კონტეინერების სისტემებისთვის არის ხელმისაწვდომი.

VIP ვიზუალურად NASA– ს ძველი ფილმების კოსმოსური ხომალდის ტექნოლოგიას ჰგავს. ეს არის ტექსტურირებული ვერცხლის მართკუთხედი, რომელიც ჰერმეტულ კონვერტში ჩასმულ პანელს შეიცავს. მწარმოებლებს ნებისმიერი ზომის  პანელების დამზადება შეუძლიათ. ინსტალაციის ყველაზე დიდი პრობლემა პანელის მყიფე ზედაპირია, რომელიც დამცავი საფარით დაცვას საჭიროებს.

იაპონელი მხატვრის დახატული ინტერიერები

ტაკაჰარუ ტეზუკას ოვალური საბავშვო ბაღი ტოკიოში