in

მსოფლიოს 10 შთამბეჭდავი კიბე

ჩვეულებრივ, კიბეები განიხილება მარტივ და ხშირ შემთხვევაში არასასიამოვნო ბილიკებად, თუმცა შეიძლება კიბე ესთეტიკურად ისეთი მიმზიდველი იყოს, რომ მასზე ასვლა სასიამოვნო პროცესაც იქცეს.  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხელოვანმა ადამიანებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს და კიბეების სხვადასხვა ინსტალაციები შექმნეს. 

გთავაზობთ სხვადახვა თემატიკით შექმნილ კიბეებს. 

1.“ჩარჩოები” – დიზაინერ სტიუარტ ჰეიგარტის ინსტალაცია. 

2010 წელს დიზაინერმა სტიუარტ ჰეიგარტსმა ლონდონის არქიტექტურული გალერეის მარმარილოს კიბეზე, შექმნა კასკადი 30-ზე მეტი ტრადიციული და თანამედროვე ჩამოსხმული ჩარჩოსგან. კიბე შედგება 20 მეტრის სიგრძის პროფილებისგან, რომელთა ფერებიც  ინდივიდუალურადაა შერჩეული. 

 

2.”ორიგამით მორთული კიბე” მაურისის დიზაინით. 

2013 წელს შექმნილი ქუჩის  ხელოვნების ეს ორიგინალური ნიმუში,  ქაღალდის ინსტალაციები, ქალაქ ანგერში, საფრანგეთში, მდებარეობს, რომლის დიზაინი მადმუაზელ მაურისს (Mademoiselle Maurice) ეკუთვნის. 

 

3.კრამიტის საფეხურები სან-ფრანცისკოში 

2003 წელს გადაწყდა სან-ფრანცისკოში მოზაიკით შეექმნათ სხვადასხვა შინაარსის მოზაიკა და 16 კიბე გაელამაზებინათ. მხატვრებმა აილენ ბარიმ (Aileen Barr) და კოლეტ კრუტჩერმა(Colette Crutcher) ულამაზესი მოზაიკის კიბეები დააპროექტეს. 

4.ფერადი კიბეები ჩილეში

ჩილეში მდებარე ქალაქი ვალპარაისო, გამოირჩევა ქუჩის ხელოვნებით. ულამაზესი მოხატული კიბეები ერთი შეხედვით იპყრობს ადამიანების ყურადღებას. 

5.კიბე ბრაზილიაში

“ქალები გმირები არიან” – ბრაზილიაში, კიბეზე გადატანილი ფოტო, რომელიც “Morro da Providencia”-ს შესასვლელთან შეიქმნა. 

6.მშვიდობის კიბე სირიაში

ფოტოზე წარმოდგენილია სირიაში მდებარე კიბე, რომელიც სტუდენტებმა მოხატეს და “მშვიდობისკენ მიმავალი გზა” დაარქვეს. 

7.ყვავილებით მორთული კიბეები სიცილიაში

კიბე 1608 წელს აშენდა და ათასობით კერამიკული ფილით მოირთო. საუკუნეების მანძილზე კიბეებს სხვადასხვა ფესტივალის ჩასატარებელ ადგილად იყენებდნენ.  ლამაზად მორთული კიბეები იტალიაში, კერძოდ სიცილიაში მდებარეობს.

8.კიბე ჩილეში

სელარონის კიბე  ჩილეში მდებარეობს და მისი დიზაინერის სახელს ატარებს. სელარონი 20 წლის მანძილზე აპირკეთებდა კიბეს, რომელიც დღეს ყველა მნახველს აღაფრთოვანებს.  

9. გერმანიაში მდებარე კიბე,  რომელიც ფერადი და გამორჩეულია.

10. ე.წ. “აკადემიის კიბე” თბილისში

ეს არის სტუდია “Ceramic Room”-ის ნამუშევარი, რომელიც რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს.

კიბეში ექვსი მარშია, რომელიც შედგება 70 საფეხურისგან. მის საფეხურებში ჩასმული სათითაო ფილა, რომელიც ქართული თიხისგანაა შექმნილი, დამზადებული და მოხატულია ხელით. თითოეული ფილის ძირითადი ზომა 10/10 სანტიმეტრია. კიბის მოსაპირკეთებლად, მთლიანობაში, ასეთი 2000 ფილაა გამოყენებული, რომლებიც საერთო ჯამში, ქართული ორნამეტის “Ceramic room”-ისეული ხედვითა და სტილით შექმნილ ერთ მთლიან პროდუქტს ქმნიან.

ფრენკ გერი – არქიტექტურის სტრადივარიუსი

ვარდისფერი სახლი პორტუგალიაში – Mezzo Atelier-ის პროექტი