in

#Homeisინსპირაცია: საინტერესო იდეები სტუდიოს ტიპის ინტერიერის მოსაწყობად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ, თუ რა არის “სტუდიოს ტიპის ბინა“. ეს არის პატარა ფართის მქონე საცხოვრებელი სივრცე, სადაც მისაღები, საძინებელი და სამზარეულო გაერთიანებულია ერთ ოთახში. არსებობს ისეთი სტუდიოს ტიპის ბინები, სადაც მაგალითად, სამზარეულო ან საძინებელი იზოლირებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში 2-ოთახიანი ბინა გვაქვს, ის მაინც სტუდიოს ტიპად მიიჩნევა, ვინაიდან ორი ზონა ერთ სივრცეშია გაერთიანებული (საძინებელი და მისაღები ან მისაღები და სამზარეულო).

შესაბამისად, სტუდიო არის მცირე ზომის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც შეიძლება იყოს სრულიად მრავალფეროვანი დიზაინის მქონე. გახსოვდეთ, რომ პატარა ბინაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სახლი ვერ იქნება ლამაზი და ფუნქციური. სწორი გეგმარებისა და ზონირების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია. სწორედ ამის დასტურია ჩვენ მიერ შერჩეული სტუდიოს ვარიანტები, რომლებიც იმედი გვაქვს, თქვენი მომავალი სახლის შთაგონების წყაროდ იქცევა.

34 კვ/მ სტუდიო ლურჯი კედლებით

ისტორიული სახლი ნატურალურ ტონებში საფრანგეთში