in

ვირჯინიის შტატში “Amazon”-ის მეორე სათაო ოფისი აშენდება – NBBJ-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ონლაინ გაყიდვების გიგანტური, მულტიფუნქციური კომპანია „Amazon” ვირჯინიის შტატში, არლინგტონში მეორე სამმართველოს აგებას გეგმავს, რომლის პროექტზეც არქიტექტურულმა სტუდია NBBJ-მ იმუშავა. შენობა ბუნების ელემენტებით იქნება გაჟღენთილი და კომპანიის წარმომადგენლების თქმით „ამაზონის“ თანამშრომლებს ჯანსაღ სამუშაო გარემოს შეუქმნის.

NBBJ Designs Amazon's Nature-Infused Second Headquarters in Virginia,Courtesy of NBBJ

შენობა დაახლოებით 260,130 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს , რომელშიც შედის სამუშაო ოფისები, საჯარო თავშეყრის ადგილები და ქუჩის მხარეს განთავსებული მაღაზიები.

NBBJ Designs Amazon's Nature-Infused Second Headquarters in Virginia,Courtesy of NBBJ

„ამაზონის“ ახალ სათაო ოფისის მთავარი შენობისკენ, რომელსაც „The Helix“ ეწოდება, ფეხით მოსიარულეთათვის სპეციალური გზა იქნება გაყვნილი. პროექტზე მუშაობა NBBJ-მ გასული წლის იანვარში დაიწყო და მასში გააერთიანა მწვანე სივრცეები – მცენარეული საფარი მთელი კომპლექსის დამახასიათებელი, უნიკალური შტრიხია, რომელიც მას თანამედროვე დაგეგმარების მქონე ლოკაციიდან გამოარჩევს, ურბანულ ლანდშაფტში შეაქვს სუფთა, ჯანსაღი ატმოსფერო.

NBBJ Designs Amazon's Nature-Infused Second Headquarters in Virginia,Courtesy of NBBJ

„ამაზონის“ ვირჯინიაში მდებარე სათაო ოფისი სრულიად განახლებად ენერგიაზე იქნება დამოკიდებული, პროექტი ფლობს ამერიკის მწვანე შენობათა საბჭოს მიერ გაცემულ „LEED Platinum”-ის სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ კომპლექსი მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს აკმაყოფილებს.

NBBJ Designs Amazon's Nature-Infused Second Headquarters in Virginia,Courtesy of NBBJ

შენობა 22 სართულს მოიცავს. ის არლინგტონში 25,000 სამუშაო ადგილს გააჩენს. მოქალაქეებს „ამაზონის“ სამუშაო კომპლექსი დაახლოებით 11 ჰექტარის ფართობის საჯარო პარკსა და 200 ადგილის მქონე ამფითეატრს წარუდგენს, სადაც შესაძლებელი იქნება გარე კონცერტების, ბაზრებისა და ფილმების ჩვენებების გამართვა. შესაბამისად, არქიტექტურული სტუდიის ჩანაფიქრს, რომ ხალხს გარეთ ყოფნისა და ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდოს, ნამდვილად ახდენა უწერია.

NBBJ Designs Amazon's Nature-Infused Second Headquarters in Virginia,Courtesy of NBBJ

ჰაერის ვენტილაციის სისტემები – Homeis.ge-ს გიდი

House RR- Norell/Rodhe-ს პროექტი შვედეთში