in

ჩარლზ ზანას რჩევები დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

პარიზელი ინტერიერის დიზაინერი – ჩარლზ ზანა ფრანგული დიზაინის სამყაროს ვეტერანია. ის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პროექტის ავტორია და ახლა თავის სამყაროს სახლებისთვის შექმნილი საკუთარი ავეჯის კოლექციით აფართოებს.

Charles Zana Mobilier „განსაკუთრებული ოსტატობით შექმნილი“ სკულპტურული ავეჯისა და საკოლექციო საგნებისგან შედგება და ფრანგ ხელოსნებთან თანამშრომლობით არის დამზადებული. ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ელეგანტურ ესთეტიკას, რომლითაც ის ასე ცნობილია და გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი მეთოდები, რათა თქვენს ინტერიერს დახვეწილობა შემატოთ.

კვალიფიკაცია

ცნობილი ინტერიერის დიზაინერი არქიტექტურას პრესტიჟულ École des Beaux-Arts-ში სწავლობდა. მან ინტერიერის დიზაინი ნიუ-იორკში ცხოვრების შემდეგ აღმოაჩინა, მაგრამ ზანა თვლის, რომ ამ დისციპლინისადმი მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. „რამდენადაც მახსოვს, არქიტექტურის შესწავლა ყოველთვის მინდოდა“ – ამბობს ის. „ეს გადმომეცა მამაჩემისგან, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა და ავეჯით იყო გატაცებული. 1970-იან წლებში ჩვენ ძალიან თანამედროვე სახლი გვქონდა.“

ჩარლზ ზანას სტილი

ინტერიერი ხასიათდება სუფთა ხაზებით, დახვეწილი ფერებითა და ფორმებით, რაც ზანას უპირატეს გავლენებს ასახავს: სახვითი ხელოვნება და 1930-იანი წლების დიზაინი. დიზაინერი ინსპირაციად ჟან-მიშელ ფრანკის ბუნებრივ მასალებსა და ჯიო პონტის სენსუალურობას ასახელებს, ასევე, იტალიელ ოსტატებს, როგორებიც არიან ანდრეა ბრანცი და ენცო მარი. მიუხედავად იმისა, რომ ზანას ნამუშევარი კლასიკური და თავშეკავებულია, ის ინტერიერის სიცოცხლითა და ემოციით აღსავსებად ხელოვნების სიყვარულს იყენებს. „როგორც გაწვრთნილი არქიტექტორი და ხელოვნების მოყვარული, მე სამი ფუნდამენტური პრინციპით ვხელმძღვანელობ: პროპორცია, ელეგანტურობა და კომფორტი“ – განმარტავს ის.

ბოლო პროექტები

ზანამ დააპროექტა ახალი Goyard-ის ბუტიკი დალასში და სახლი პარიზის სენ-ჟერმენ-დე-პრეს ცენტრში. „დროთა განმავლობაში ის ძალიან შეიცვალა, ამიტომ ჩვენ შევცვალეთ მისი სტრუქტურა, რათა კიბეების საშუალებით, რომლებიც სამივე სართულს აკავშირებს, მთელს ტერიტორიაზე მოძრაობის ახალი შეგრძნება შეგვექმნა“ – ამბობს დიზაინერი, რომელმაც სახლისთვის ავეჯიც შექმნა. სრული კონტრასტით, ლონდონის Cheyne Gardens-ის ბინის ბოლო პროექტი შთაგონებული იყო America Shaker მოძრაობით. ინტერიერში გამოყენებულია ფიჭვის იატაკი, პანელის კედლები, სელი და ბრინჯაო.

რაზე მუშაობს ახლა ზანა?

მისი ახალი ავეჯის ხაზი ყველაზე დიდი მიმდინარე პროექტია. ის გასულ ოქტომბერს XVIII საუკუნის პარიზის თაუნჰაუსში გამოფენით გაიხსნა და მოიცავს დახვეწილ მასალებს როგორიც არის ზამში, ნაქსოვი ტყავი, კედრის ხე და მუხა, ასევე, ბრინჯაოს განათება, რომელიც ჯორჯო მორანდის ნატურმორტის ნახატებით არის შთაგონებული. „მე ვეძებ ბალანსს ფორმების სისუფთავეს, მოცულობის სიმარტივესა და ფუნქციონალურობას შორის. მიყვარს ჰარმონია და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს პროექტებში მასალები, ფერები და ნიმუშები დავაკავშირო, მაგრამ კონტრასტებიც მიზიდავს.“

ზანას რჩევები თანამედროვე ელფერის მქონე დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

  1. ფერები პროექტისთვის ყოველთვის მოცემული პირობების მიხედვით შეარჩიეთ. მაგალითად, ნაცრისფერი ტონები ლონდონში ისე არ გამოიყურება, როგორც პროვანსში.
  2. შენობა მისი ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე უნდა დაინახოთ. „ბევრ პროექტზე მიმუშავია ისტორიულ შენობებში, მაგრამ არ მიყვარს პასტიჩე ან კიჩი. მირჩევნია „მსუბუქი“ რემონტი, რომელიც დროის მსვლელობას ავლენს და თანამედროვე ინტერვენციებისთვის სივრცეს ტოვებს.“
  3. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ უბრალო, მონოლითურ ავეჯს. ჩემი საყვარელი მოსაპირკეთებელი ელემენტებია ტრავერტინი, რომელიც თავის თავში მსოფლიოს ისტორიას იტევს და შეფერადებული ლიბანური კედრის ხე.“
  4. ხელოვნების ნიმუშების შეგროვება თქვენს მათდამი სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა მათი წარმოჩენის სურვილზე. შედეგად, ნამუშევრები თქვენს სახლში ადგილს ბუნებრივად იპოვის.

საოჯახო სახლი, რომელიც ეშლი ტისდეილმა თავად დააპროექტა

ინტერიერის დიზაინერის შესანიშნავი კოტეჯი კოტსვოლდსში