in ,

გაიანე კარაპეტიანის მყუდრო ბინა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – Studio Comfort-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ეს მყუდრო და ნათელი ბინა, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარეობს, პოპულარულ შეფ-მზარეულსა და ტელეწამყვანს, გაიანე კარაპეტიანს ეკუთვნის. პროექტზე კომპანია Studio Comfort-მა იმუშავა, რომელმაც დამკვეთისგან 2021 წლის ოქტომბერში ფართი ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში ჩაიბარა.

ფოტო: MasterChef Georgia

Studio Comfort-ი, სულ რამდენიმე წლის წინ დაარსებული კომპანიაა, რომლის დამფუძნებლები არიან მამუკა ფაჩულია და ირაკლი ჯოხაძე.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შიდა სივრცის პროექტირებას, ინტერიერის დიზაინის შემუშავებასა და ასევე დამზადებული პროექტის მიხედვით, რემონტის შესრულებას “გასაღების ჩაბარებით” (ეს უკანასკნელი გულისხმობს საცხოვრებელი სივრცის აღჭურვას ტექნიკით, ავეჯით, განათებითა და აქსესუარებით).

საპროექტო დავალების მიხედვით, ბინა უნდა ყოფილიყო ნათელი, მაქსიმალურად ფუნქციონალური და პრაქტიკული 3 ადამიანის საცხოვრებლად. სივრცის საერთო ფართობი 63.4 კვადრატულ მეტრს შეადგენს, აქედან საცხოვრებელი მხოლოდ 54 კვადრატული მეტრია. სწორედ ფართის სიმცირე წარმოადგენდა აღნიშნული პროექტის მთავარ გამოწვევას. მეპატრონის სურვილის გათვალისწინებით, საჭირო იყო ორი საძინებლიანის ისე დაპროექტება, რომ ბინას არ დაეკარგა ფუნქციონალურობა და კომფორტი.

სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართა:

  • ტიხრების ამოყვანა / გალესვა / კომუნიკაციების გაყვანა / იატაკის მოჭიმვა / ფილების დაგება / აივნის მოპირკეთება კერამოგრანიტით – ეს ეტაპი [შრობის პროცესის გათვალისწინებით] 50 დღეში დასრულდა.
  • კედლებისა და ჭერის სამღებრო სამუშაოები, იატაკის დაგება, კარების ჩასმა, განათების და ელექტრო წერტილების მონტაჟი, ავეჯისა და ტექნიკის მონტაჟი, აქსესუარები და ფარდები – აღნიშნული სამუშაოები 60 დღეში შესრულდა

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დამკვეთი შეფ-მზარეულია,  მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამზარეულოზე. ამ მხრივ აუცილებელი მოთხოვნა იყო პენალი, ჩაშენებული მაცივარი და ღუმელი, გამოყენებული უნდა ყოფილიყო აუცილებლად კვარცის ზედაპირი და სივრცეში უნდა მოთავსებულიყო კუნძული,” – გვიამბობენ Studio Comfort-ის წარმომადგენლები

საბოლოო ჯამში, აღნიშნულ პროექტში დამკვეთის ყველა სურვილი დაკმაყოფილდა და პირველ ეტაპზე დასახული მიზნები სრულად განხორციელდა. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებაში მათ თავდაუზოგავი შრომა, სწორი გეგმარება, პროცესის ეფექტური მართვა და პროფესიონალი ხელოსნების გუნდი დაეხმარათ.

პროექტის ავტორი: Studio Comfort

ფოტოები: Studio Comfort

ჯეიკობ ვიცლინგის ზღაპრული ქოხები

რბილი იატაკი როგორც მყუდრო სახლის მთავარი შემადგენელი ნაწილი