in

House M – Elphick Proome Architects-ის სამხრეთ აფრიკული პროექტი

ვესტვილში, სამხრეთ აფრიკაში განხორციელებული პროექტი „House M“ არქიტექტურულ სტუდია Elphick Proome Architects-ს ეკუთვნის. ის 800 კვადრატული მეტრის  ფართობს მოიცავს და ახალგაზრდა ოჯახისთვისაა განკუთვნილი. სახლი მდებარეობს ბრწყინვალე სამომავლო პერსპექტივის მქონე ლოკაციაზე, სადაც ახლა იგება სახლები და შენდება უბნები და საიდანაც პალმიეტის ნაკრძალის მომაჯადოვებელი, აფრიკული ხედები იშლება. აღსანიშანვია, რომ წყვილის შვილებს ლოკალურ სკოლამდე ფეხით შეუძლიათ მისვლა.

Alliance Group
Alliance Group

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

პროექტზე მუშაობისას პირველ პრიორიტეტად მიიჩნეოდა ბუნების პატივისცემა და ისეთი სახლის შექმნა, რომელიც სამხრეთ აფრიკის სავანისებურ ლანდშაფტს ჰარმონიულად შეეხამებოდა. სახლის ეზოში გვხვდება კრიკეტის სათამაშო ბაღი, ჩოგბურთის კორტი და საცურაო აუზი.

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

სახლის ისეთი სივრცეები, სადაც ოჯახის წევრები დიდ დროს ატარებენ ერთად, ერთმანეტთან დაკავშირებულია და აქ თავისუფლადაა შესაძლებელი მოძრაობა და კომუნიკაცია. სახლის ცენტრალურ ბირთვს ორმაგი მოცულობის მქონე სამზარეულო წარმოადგენს. მეორე სართულზე გვხვდება ოთხი ინდივიდუალური, საინტერესო აურის მქონე საძინებელი ოთახი, რომლებიდანაც სავანის საოცარი ხედი იშლება.

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

სტრუქტურის შესაქმნელად გამოყენებულია როგორც ბეტონი, ასევე ხის მასალაც, მსუბუქი მეტალის ჩარჩოებთან და გამოკვეთილ, ხაზგასმულ სახურავთან ერთად.

House M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath PhotographyHouse M / Elphick Proome Architects ,© Karl Beath Photography

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას დიზაინერებს სურდათ შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჭეშმარიტ აფრიკულ ატმოსფეროს შეიტანდნენ თანამედროვე შტრიხებით. ამისთვის მათ ოთხკუთხედის ფორმის გეგმა დახაზეს, შექმნეს მაღლა აზიდული ვერანდა, ასაწევი დარაბები… სახლი ეკომეგობრულია, ამიტომ აქ ვერ შევხვდებით საჰაერო ვენტილაციის სისტემებს, ის ბუნებრივად ნიავდება და პროცესში საკმაოდ დიდი რაოდენობის ენერგიას ზოგავს.

House M / Elphick Proome Architects ,Section

House M / Elphick Proome Architects ,Sketch

House M / Elphick Proome Architects ,Elevations

House M / Elphick Proome Architects ,Plan - Ground floor

House M / Elphick Proome Architects ,Plan - First floor

 

ფოტოგრაფი: Karl Beath Photography

ქერი ბრედშოუს ლეგენდარული სახლის ისტორია „Sex And The City”-დან

არქიტექტურული სტუდია LAP Landscape & Urban Design თბილისის იპოდრომის განახლებულ პროექტს ავრცელებს