in

#Homeisინსპირაცია: იდეები შემოსასვლელის მოსაწყობად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სახლში დაბრუნება ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, ხოლო ეფექტური და მყუდრო შემოსასვლელის მქონე სახლში შემოსვლა – ორმაგი სიამოვნება. შემოსასვლელი ზონა საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილია, ვინაიდან სწორედ აქ ყალიბდება სახლზე და მის ბინადრებზე პირველადი შთაბეჭდილება.

შემოსასვლელის გაფორმება ბევრნაირად არის შესაძლებელი: ეს შეიძლება იყოს უცხო კედლის ფერი, საინტერესო დიზაინის მქონე სარკეები, საკიდები, ორიგინალური ორნამენტის მქონე იატაკის ფილები და ხელოვნების ნიმუშები. ბევრი თვლის, რომ შემოსასვლელი უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, მშვიდი და სადა, თუმცა, დიზაინერები ასე არ ფიქრობენ და ხშირად ძალიან თამამ ვერსიებს გვთავაზობენ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე შემოსასვლელის დიზაინის იდეა, რომლებიც ყველა ტიპის გემოვნების მქონე ადამიანისთვის იქნება საინტერესო.

ღია ფერის იატაკის ძლიერი და სუსტი მხარეები

ნატურალურ ტონებში გადაწყვეტილი ვილა ტოსკანაში