in

ინტერიერის გარდაქმნის 10 უფასო გზა

გსურთ განაახლოთ გარემო? ამისთვის რემონტის გაკეთება საჭირო არ არის. ეს მარტივი იდეები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სახლის ატმოსფერო ახლის შენაძენის გარეშე გააუმჯობესოთ.

გადაიტანეთ დეკორი კედლებზე

დეკორაციული ნივთების ძალიან მაღლა ჩამოკიდება სახლის გაფორმებისას დაშვებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მნიშვნელოვანია, რომ ნახატები, ფოტოები და ხელოვნების სხვა ნიმუშები ინტერიერის დანარჩენ ელემენტებთან ურთიერთქმედებდნენ. გარდა ამისა, ცალკეული კომპოზიციები, როგორც წესი, უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე ცალკეული ხელოვნების ნიმუშები, ამიტომ ოჯახის ყველა ფოტოს ერთ კედელზე თავმოყრა ნუ შეგაშინებთ.

დაამატეთ ჰაეროვნება

სივრცეში, როგორც ხელოვნების ნიმუშები, ასევე ავეჯი ჰარმონიულად უნდა ურთიერთქმედებდეს. შექმენით მყუდრო დასასვენებელი ზონა დივნისა და სავარძლების კედლებისგან დაშორებით და ამ სივრცის ხალიჩით შემოსაზღვრით. შედეგად, ოთახი უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი გახდება.

დახაზეთ წრეები

რა თქმა უნდა, ფუნჯების მომარჯვება და კედლების მოხატვა არ არის საჭირო. საუბარია ავეჯის განთავსებაზე. ნებისმიერი ფუნქციური ტერიტორიის ორგანიზებისას წარმოიდგინეთ წრე, რომლის პერიმეტრის გარშემოც ინტერიერის ნივთები უნდა განთავსდეს. ასე  თქვენ უფრო კომფორტულ და მყუდრო სივრცეს მიიღებთ.

შექმენით ვიზუალური გადასვლები

ჰარმონიული დიზაინი მოიცავს ელემენტებს, რომლებიც სხვადასხვა დონეებს შორის გლუვ გადასვლას ქმნის. მაგალითად, ორი სხვადასხვა ზომის საწოლის მაგიდა, წარმოადგენს გარდამავალ „საფეხურს“, ჩვენს მზერას მაღლა სწევს და მთლიან სურათს კრავს.

გამოიყენეთ ვინტაჟური ნივთები

ვინტაჟური ნივთები ნებისმიერ ინტერიერს სძენს ხიბლს. გამოიყენეთ ძველი სკამები, ლარნაკები და სხვა მსგავსი ნივთები, რათა თქვენს სახლს განსაკუთრებული ხასიათი შესძინოთ.

ცოცხალი მცენარეები

მცენარეებს ინტერიერში ფერები და სიცოცხლე შემოაქვს. შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში ისინი თბილ ქვეყნებს და ზღვაზე გატარებულ არდადეგებს მოგაგონებთ.

თეთრი აქცენტების დამატება

თუ ინტერიერის განახლება გსურთ, მაშინ სივრცეს რამდენიმე თეთრი დეტალი დაამატეთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული უბრალო თეთრი ჭიქებით, დამთავრებული თეთრი ხალიჩით. მთავარია არ გადააჭარბოთ, რათა სივრცე ძალიან ცივი არ გამოჩნდეს.

ტექსტურების მრავალფეროვნება

თბილი და სტუმართმოყვარე სივრცის შექმნისას ტექსტურები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფერების პალიტრა. ინტერიერის გამრავალფეროვნებისთვის გამოიყენეთ ის, რაც უკვე გაქვთ. მაგალითად, მისაღებ ოთახში გამოყავით ადგილი პლედების კალათისთვის.

შექმენით წესრიგი

შემოიტანეთ ბალანსი და ჰარმონია თქვენს სახლში — დაუთმეთ დრო შენახვის სისტემების ორგანიზებას. ყველაფერი არასაჭირო უჯრებში დამალეთ, ხოლო ლამაზი ნივთები ინტერიერის ნაწილად აქციეთ.

დაარღვიეთ წესები

ბინის გაფორმება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მაინც სპონტანური უნდა იყოს. ამიტომ გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და წესების დარღვევა ნუ შეგაშინებთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

დეკორატიული ფასადის აგურები

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის ინტერიერი აღმაშენებლის ხეივანში