in

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის ინტერიერი აღმაშენებლის ხეივანში

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს და ის 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. პროექტზე მუშაობა სამშენებლო კომპანია „გრავიტამ“ 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა საოფისე ნაწილი, შოურუმს დაემატა საექსპოზიციო სივრცე და ასევე საგანგებოდ აღიჭურვა ოთახი ინდივიდუალური დიზაინის შესარჩევად, სადაც სხვადასხვა მასალისა და ფერის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. საერთო ჯამში კი აღნიშნულ პროექტში ინვესტიციამ 20 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ვიზუალური და კონცეპტუალური განახლების შედეგად, სივრცე სრულად გერმანული ბრენდის უახლესი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. აღსანიშნავია, რომ “პორშე ცენტრი თბილისი” არის ერთ-ერთი პირველი პორშეს ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელსაც “Destination Porsche” კონცეფცია გააჩნია. აღნიშნული კონცეფცია კი გულისხმობს მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომას. სწორედ აქედან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა შენობა საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებად დაყვეს. მთავარ დარბაზში 7 ავტომობილის გამოფენაა შესაძლებელი, საოფისე ზონაში კი 17 სამუშაო პლატფორმაა განლაგებული.

ამას გარდა, შოურუმში, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს ავტომობილის დეტალები პირადად შეარჩიოს ადგილზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს უახლესი და ექსკლუზიური მოდელები, თავად გამოცადოს Porsche-ს თამამი სტილი და, სურვილის შემთხვევაში, მანქანის ექსტერიერიცა და ინტერიერიც საკუთარი გემოვნებით, კონფიგურატორის დახმარებით შეარჩიოს.

რაც შეეხება სერვისცენტრს, პროექტის ეს ნაწილიც სრულად გერმანული სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ის ცამეტ სხვადასხვა სივრცეს მოიცავს, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა, მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.

ახა­ლ სერ­ვის­ცენ­ტ­რში ინ­ვენ­ტა­რი, აპა­რა­ტე­ბი და ტექ­ნი­კა „პორშეს“ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან ჩამოიტანეს. სერვისში 7 თა­ნა­მედ­რო­ვე ამ­წეა დამონტაჟებული, სა­გან­გე­ბოდ არის შერ­ჩე­უ­ლი ფი­ლე­ბიც, რომლებიც ძლი­ერ დარ­ტყ­მას უძ­ლე­ბს, რაც მუ­შა­ობის პრო­ცეს­ში და­ზი­ა­ნე­ბის რიკ­სებს ამ­ცი­რებს. „პორშეს“ სტანდარტს ერგება  მე­ქა­ნი­კო­სე­ბის სა­მუ­შაო მა­გი­დე­ბიც.

იმის გათვალისწინებით, რომ პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. „პორშე ცენ­ტ­რი თბი­ლი­სი“ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლე­ბის ჰა­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

განახლებული შოურუმის ტერიტორიაზე პორშეს რვა ელექტრო დამტენი განთავსდა. თანამედროვედ მოწყობილ ავტოსადგომზე, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, 40-ამდე ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება შოურუმის დიზაინს, სივრცე ბრენდის მთავარი პრინციპების მიხედვით არის მოწყობილი. ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი, რასაც განათების ორიგინალური სისტემა კიდევ უფრო აძლიერებს. ალუმინისა და ხის ფაქტურის კომბინაცია კი გარემოს თბილსა და კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი მასშტაბური სივრცე თანამედროვე აუდიო და ვიდეო სისტემებით აღიჭურვა.

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ინტერიერის გარდაქმნის 10 უფასო გზა

ბინა ჭავჭავაძეზე თანამედროვე ამერიკული კლასიკის სტილში – ნანა თავდუმაძის ნამუშევარი