in

ისტორიული სახლის გაფართოების პროექტი ლონდონში – Bindloss Dawes-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, სტოკ ნიუინგტონში, არქიტექტურულმა სტუდიამ Bindloss Dawes განახორციელა Lordship Park-ის ისტორიული სახლის რესტავრაცია და გაფართოება. პროექტი მოიცავდა როგორც სახურავის, ასევე უკანა ნაწილის გადიდებას, რამაც არსებითად შეცვალა საცხოვრებელი სივრცეები და გააუმჯობესა მათი კავშირი ბაღთან.

სახლი დაზიანებული იყო როგორც ისტორიულიად (წარსულში ბმბდამშენების შედეგად) და ასევე ხეების ფესვების გამო წარმოქმნილი ნგრევის შედეგად, რაც საჭიროებდა მტკიცე სტრუქტურულ ჩარევას. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არქიტექტორებმა სახლის გულში განათავსეს ჯვარედინი რკინაბეტონის სტრუქტურა, რომელიც ამაგრებს უკანა კედელს და ქმნის ახალი მოშენების საფუძველს. დონეების განსხვავება და გადახურული გასასვლელები ორიგინალურ სახლსა და ბაღს შორის ქმნის ფართო და ჰარმონიულ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლებიც გაერთიანებულია გამოხატული ბეტონის სტრუქტურით.

გარე ფასადი შედგება ორმაგი აგურის კედლებისა და ბეტონის ბალთებისგან, რაც აძლიერებს სტრუქტურის მონოლითურ ხასიათს. დიზაინი ითვალისწინებს მეზობელი შენობების კონტექსტს Lordship Park-ის კონსერვაციის ზონაში და ამავდროულად ქმნის გამორჩეულ და თანამედროვე დამატებას.

პროექტი მოხვდა 2025 წლის Don’t Move, Improve! ჯილდოსა და RIBA ლონდონის ჯილდოს მოკლე სიებში, რაც ხაზს უსვამს მის არქიტექტურულ მნიშვნელობასა და ხარისხს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

სივრცე, როგორც მედიტაცია: არქიტექტორ Benoît Viaene-ს პროექტი

5 მაღაზია თბილისში, სადაც საოფისე ავეჯს შეიძენთ