in

კვირის შეთავაზება – კარი ჩარჩოს გარეშე “წუნდასგან”

დღეს უსაპირო ანუ „უნალიჩნიკო“ კარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. მას „უჩინმაჩინ“ კარსაც კი უწოდებენ ინტერიერში კარგად შერწყმის თვისების გამო. დიზაინერებმა მოხერხებულად გამოიყენეს მისი სივრცის ვიზუალური გაზრდის პოტენციალი და დღეს ის ინტერიერის საკმაოდ ხშირი ელემენტია. ჩვენ ერთხელ უკვე შევეხეთ ამ თემას და ამჯერად მკითხველის დიდი ინტერესის გამო კომპანია „წუნდას“ წარმოების მენეჯერს, ნუკრი ძაბახიძეს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო რას სთავაზობს ქართული ბაზარი “უჩინმაჩინი“ კარით მოხიბლულ ადგილობრივ მომხმარებელს.

– შეუძლია თუ არა საქართველოში არსებულ საწარმოებს ასეთი კარი დაუმზადოს ჩვენს მომხმარებელს?

– ასეთი კარის დამზადება ჩვენს საწარმოში დიდი ხანია მიმდინარეობს. თავიდან ალუმინის კონსტრუქციის იმპორტი თურქეთიდან ხდებოდა და შემდგომ ჩვენ მიერ კარის დამზადება, მასზე მორგება და მონტაჟი ხორციელდებოდა დამკვეთის ბინაში. მზარდი მოთხოვნის გაჩენის გამო ამჟამად ალუმინის კონსტრუქციას ჩვენ თვითონ ვამზადებთ და შესაბამისად, უფრო მოქნილები ვართ მომხმარებლის მოთხოვნებისთვის. შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი ზომისა და კონსტრუქციის ალუმინის ჩარჩო, რაზეც შემდგომ კარის მორგება ხორციელდება.

– რა უპირატესობა აქვს უსაპირო კარს ჩვეულებრივ კართან შედარებით?

– უსაპირო კარის მთავარი დამსახურებაა სივრცის ზრდის ვიზუალური ეფექტი, ასევე ბევრი კარით გადატვირთული სივრცეების შემსუბუქების უნარი, ვინაიდან უსაპირო კარი კედელთან ერთ სიბრტყეში ჯდება და მისი მოპირკეთება ხშირად კედელთან ერთად ხდება. ასეთ კარს კედელთან სრული შერწყმის ეფექტი აქვს და დიზაინერებს საშუალება ეძლევათ კარი როგორც კედელი ისე აითვისონ. ტექნიკური მახასიათებლებით უსაპირო კარი ისეთივე გამძლეა, როგორც ჩვეულებრივი და მათში სხვაობა არაა.

– რა ტექნიკური მოთხოვნებია ასეთი კარის დაყენების დროს?

– უსაპირო კარის მონტაჟი ხორციელდება ბინაში რემონტის დროს. პირველ რიგში, ხდება ღიობის ზუსტი ზომების აღება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კედლის სისწორე ვერტიკალში და ჰორიზონტალში, მცირე გადახრები შესაძლებელია მხოლოდ ერთ მეტრში ერთი მილიმეტრის ოდენობით. ზომების აღების შემდეგ ხდება ალუმინის ჩარჩო კონსტრუქციის დამზადება და ღიობში მისი ჩამონტაჟება. კედლის საბოლოო მოპირკეთებამდე ხდება კარის მორგება და კედელთან ერთად საბოლოო ფენის დატანა.

-რა ჯდება თქვენთან ასეთი კარის დამზადება და მონტაჟი?

– სტანდარტული ზომის 2.2 მეტრი სიგრძისა და 0,8 მეტრი სიგანის უსაპირო კარის დამზადებისა და მონტაჟის ფასი იწყება 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარიდან და დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შერჩეული კარის მასალასა და ფურნიტურაზე. ჩვენ ფართო არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებელს, შეღებილი ზედაპირით დაწყებული და ხის ძვირფასი ჯიშების ანათლებით დაფარული ზედაპირებით დასრულებული. ასევე არაა შეზღუდვა ზომებში. შესაძლებელია კარის სიმაღლე ჭერამდე იყოს და ამის შეთავაზებაც შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლისთვის. ჩვენი წარმოება საშუალებას გვაძლევს დიზაინერის ყველაზე თამამი იდეაც კი რეალობად ვაქციოთ.

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაზღვევის შესახებ – რჩევები “ალდაგისგან”

ფასადური მოპირკეთების თანამედროვე სახეები