in

Mary Street House — ძველი ავსტრალიური სახლის ახლებურად წარმოდგენილი ვერსია

Alliance Group
Alliance Group

ავსტრალიური Mary Street House ძველი ეპოქის სახლის ახლებურად წარმოდგენილი ვერსიაა. თავდაპირველი სახლი საგულდაგულოდ აღადგინეს, რათა ძველ შენობასა და ახალ სოციალურ სივრცეებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარებულიყო და ერთიანი, ჰარმონიული სივრცე შექმნილიყო.

ნაზად მოპირკეთებული აგურის კედლები სახლის ახალ სოციალურ სივრცეებს აყალიბებს, შიდა და გარე ოთახების თანმიმდევრობას განსაზღვრავს. სასადილო ზონა განათებულია სარკმლის მეშვეობით, რომელიც ბეტონის ჭერშია დამონტაჟებული. ბუნებრივი განათების ეს წყარო სოციალური სივრცის ცენტრალურ საყრდენ წერტილს განსაზღვრავს. აგურის ტალღოვანი კედლები სახლის ირგვლივაც გრძელდება, რათა შექმნას ერთგვარი ღობე, რომელიც სახლს გადატვირთული ქუჩის ხმაურისგან იცავს.

მთავარ საძინებელში ბეტონის იატაკი შესანიშნავად არის შერწყმული შრეებიანი ფიცრების მოპირკეთებასთან, რომელსაც სივრცეში სიმშვიდის განცდა შემოაქვს. ოთახს აქვს წვდომა შიდა ეზოზე, სადაც განტვირთვისთვის იდეალური ატმოსფეროა შექმნილი.

პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით შეიქმნა, რათა შენობას მეზობელი სახლისთვის ბუნებრივი განათების წყარო არ დაებლოკა. ჩანაფიქრის განხორციელების პროცესში აქცენტი დაბალ ხარჯიან და ბუნებრივად გამძლე მასალებზე გაკეთდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ხმისა და თბოსაიზოლაციო მასალები, რათა სივრცეში ტემპერატურა დარეგულირებულიყო და ქუჩიდან შემომავალი ხმაურის დონე მინიმუმამდე შემცირებულიყო.

 

არქიტექტურული ფირმა: Edition Office

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები — “S•CAB”-ი და “Nanimarquina”-ი “Ton”-ის თბილისის შოურუმში გამოჩნდა

რემონტის შეცდომები — მარიტა ბოქოლიშვილის გამოცდილება