in

რა იქნება ტრენდული 2021 წელს სასტუმრო ოთახების ინტერიერში

2020 წელი სახლების რადიკალური ტრანსფორმაციის გამომწვევი აღმოჩნდა. თვითიზოლაციისა და დისტანციურ რეჟიმზე გადასული სასწავლო თუ სამუშაო პროცესების გამო სასტუმრო ოთახები მულტიფუნქციური გახდა. ოჯახი სრული შემადგენლობით სწორედ აქ ატარებს დროის უდიდეს ნაწილს, ამიტომ მისი ინტერიერის ჰარმონიულად და კომფორტულად მოწყობა საკმაოდ პრიორიტეტულია. გთავაზობთ ტრენდებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინერების აზრით 2021 წელს მისაღებ ოთახებში პოპულარული გახდება.

  1. მეტი ავეჯი

ინტერიერის ცნობილი დიზაინერი ხუან მონტოია ფიქრობს, რომ მისაღებ ოთახებში 2021 წელს ბევრად მეტი ავეჯს შევნიშნავთ, ვინაიდან ავეჯი ბევრად თბილ, სტუმართმოყვარე და მშვიდ აურას ქმნის სახლში. ამასთანავე, მისი აზრით, მოდური სასტუმრო ოთახისთვის წელს შედარებით ძველებური, ვინტაჟური ავეჯი იქნება.

  1. მეტი გამოყოფილი სივრცე

სასტუმრო ოთახში ოჯახის ყველა წევრმა რომ შეძლოს ინდივიდუალურად საქმის კეთება თუ გართობა, სივრცე მეტად უნდა იყოს გამოყოფილი დანიშნულების მიხედვით. სასტუმრო ოთახებში მომავალ წელს ტრენდული იქნება სათამაშო მაგიდები, წიგნის წასაკითხად გამოყოფილი სავარძლები, წიგნების თაროები და რაც შეიძლება მეტი ავეჯი, დახვეწილობის ფარგლებში

  1. ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ავეჯი

ინტერიერის დიზაინერი კელი კარტერი ფიქრობს, რომ 2021 წელს ხალხი ბევრად დააფასებს ბუნებრივი მასალისგან – ხისგან, მარმარილოსგან თუ ქვისგან დამზადებულ ავეჯს, რადგან ბუნების ელემენტების სახლის ინტერიერში შეტანა მშვიდ აურას ამეფებს.

  1. ერთმანეთთან შერწყმული მკვეთრი და ნაზი ფერები

ფერთა პალიტრის ორი რადიკალურად განსხვავებული მხარის ტონალობების შერწყმა, დიზაინერი რენდალ ფაუერსის აზრით, 2021 წელს სასტუმრო ოთახებს ძალიან ტრენდულს გახდის. ის  განსაკუთრებით მწვანე ფერის დომინაციას ვარაუდობს, რომელიც უხდება ნეიტრალურ ყავისფერ ფერს და მასთან ერთად იდეალურ წყვილს ქმნის.

  1. აქცენტი აქსესუარებზე

ონლაინ რეჟიმში გატარებულმა განვლილმა წელმა მიგვახვედრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლის სწორი და შესაბამისი აქსესუარებით გაფორმება, რომელიც მის ინტერიერს ბევრად ძვირადღირებულად წარმოაჩენს.

  1. გასართობი სივრცეები

დიდი ტელევიზორები, გაუმჯობესებული ხმის სისტემა, კარაოკე აპარატები და სხვა – ეს იმ ტექნიკის მცირე ჩამონათვალია, რომელიც დიზაინერი ბრედ ფორდის აზრით 2021 წელს სასტუმრო ოთახებისთვის აუცილებელი დეტალი იქნება.

ალვარ აალტო – რეფორმატორი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში

2020 წლის საუკეთესო სახლები