in

2021 წლის სააბაზანოს ტრენდები

სააბაზანო ყოველი სახლის გამორჩეულია ადგილია. სწორედ აქ ვიწესრიგებთ თავებს, ვზრუნავთ გარეგნობაზე, ვატარებთ დროის უდიდეს ნაწილს, შესაბამისად, რთული და დაძაბული 2020 წლის გასვლასთან ერთად სახლის რენოვაციის დაწყება სააბაზანოთი ნამდვილად კარგი იდეაა. გთავაზობთ ინტერიერის დიზაინერების მიერ დასახელებულ ტრენდებს, რომლებიც, მათი აზრით 2021 წელს სააბაზანოს დიზაინში აქტუალური გახდება.

  1. გამორჩეული განათება

სააბაზანო-საპირფარეშოში უბრალო ბრის დაკიდება უკვე დრომოჭმული ტრენდია. ინტერიერის დიზაინერების აზრით, წელს რაიმე უფრო გრანდიოზულით უნდა გაანათოთ ეს ოთახი, თუნდაც, ისეთივე დიდი ჭაღით, როგორც ფოტოზეა გამოსახული.

  1. მეტროსებური ფერადი ფილები

შავ-თეთრი თუ სხვა გაცვეთილი ფერების გამოყენება სააბაზანოს რედეკორაციისას 2021 წელს საერთოდ არაა რეკომენდირებული. გამორჩეული ვიზუალისთვის ჯობია ფართო, ფერადი კერამიკული ფილები გამოიყენოთ.

  1. ფლორა და ფაუნა

2021 წლის ტრენდები საკმაოდ ეგზოტიკური და უნიკალურია. ერთ-ერთი ასეთია ფლორისა და ფაუნის ელემენტების შემოტანის ტენდენცია სველ წერტილში. ფოტოზე ფრანგი ინტერიერის დიზაინერის, სოფი სეგელას (Sophie Sèguéla) საოცარი სააბაზანოა გამოსახული, რომელიც პარიზის ცენტრში კი არა, აფრიკის სავანაში გაგრძნობინებთ თავს.

  1. გრაფიკული შპალერი

თუ კერამიკული ფილების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, სააბაზანოს კედლები გრაფიკული შპალერით გააფორმოთ – ამ უცხო დეტალით ნამდვილად გააკვირვებთ სტუმრებს და მოდურიც იქნებით.

  1. ფერადი მარმარილო

ნამდვილად მდიდრული სააბაზანო ასეთივე მასალას საჭიროებს. ფერადი (და არა მოსაწყენი შავ-თეთრი) მარმარილო ინტერიერის დიზაინერების აზრით, 2021 წელს სააბაზანოებში ძალიან ტრენდული იქნება.

  1. თბილი ელემენტები

ოჯახური, შინაურული ელემენტები – აი, რა იქნებ აკიდევ ერთი წამყვანი ტრენდი სააბაზანოების ინტერიერის დიზაინში მომავალ წელს. ამის მისაღწევად ერთ-ერთი გზა სააბაზანოში დიდი, ფერადი ხალიჩის დაგებაა, ისე, როგორც ფოტოზეა გამოსახული.

  1. წინა ფლანგზე წამოწეული აბაზანები

მომავალ სეზონზე აბაზანები დომინანტური დეკორაციის როლს შეასრულებენ სახლებში, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წყვეტს მათ მოთავსებას წინა ფრონტზე – საძინებელ ან მისაღებ ოთახებში, ისე, როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული.

ბოძებით აზიდული სახლი ბრაზილიაში

მწვანეში ჩაფლული ბრაზილიური რეზიდენცია