in

“მოედანი” – ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი

Alliance Group
Alliance Group

1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს 220 საცხოვრებელ აპარტამენტს, 80 ნომრიან სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.

პროექტ „მოედან“-ზე მუშაობის პროცესი 2018 წლიდან, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო და ის დღესაც აქტიურ ფაზაშია, ხოლო 2022 წლის ბოლოს კი სრულად დასრულდება.

პროექტის შესახებ უფრო დეტალურად, პროექტის დირექტორს ვახტანგ გურგენიძეს ვესაუბრეთ:

 – რა იყო „მოედანის“ მთავარი ინსპირაცია?

 – მთავარი ინსპირაცია იყო „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც ვხვდებით ევროპულ ქალაქებში. პროექტის სახელწოდებაც აქედან მოდის  – „პიაცა“ ქართულად ნიშნავს „მოედანს“.

მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც მოხდა პროექტის დამფუძნებლების გაერთიანება იყო ის, რომ შექმნილიყო სივრცე, რომელიც ქალაქის მთავარ თავშეყრის ადგილად გადაიქცეოდა.

კომპლექსის ლოკაციაც ამ მხრივ შევარჩიეთ. ძველ თბილისში მოედანი იყო ადგილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ადგილობრივებს, სხვადასხვა ეროვნების თუ კულტურის მქონე ადამიანებს და სწორედ აქ იგრძნობოდა ყველაზე უფრო მეტად ქალაქის პულსაცია.

– რა გამოარჩევს „მოედანს“?

– ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში მდებარე ეს პროექტი იქნება  „ცხელი“ წერტილი, სადაც მოხდება გადაკვეთა სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისა. მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა კი ჩვენი პრიორიტეტია.

ამ მიზეზით, პროექტის შემუშავებისას, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ საზოგადოებრივ სივრცეს – ეს არის ნახევარ ჰექტარზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მქონე რესტორნები, ბარები, კაფეები.

აქ დაგხვდებათ განსხვავებული, თანამედროვე სტილის არქიტექტურა. დაბალ სართულიანი შენობები კი სივრცის აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს მიეცემათ საშუალება, ცოცხალ და დინამიურ გარემოში იმუშაონ, დაისვენონ და ახალი კავშირები დაამყარონ.

– რა საინვესტიციო სარგებელი აქვს თქვენს პროექტს?

– „მოედანი“ გონივრული ინვესტიციაა  გრძელვადიანი კომერციული სარგებლისთვის. მფლობელებს ვთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას – გაქირავებას, ოთახის მომსახურებას, ჭკვიანი საკეტით სარგებლობას, რაც ითვალისწინებს აპარტამენტის დისტანციურად მართვას.

ასევე, „მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს – კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.

პროექტის პარტნიორია „თიბისი“ ბანკი.

პარტნიორის კონტენტი

სივრცის ფრანგული სტილით მოწყობის 5 საიდუმლო ინტერიერის დიზაინერებისგან

როგორ შევარჩიოთ ნეიტრალური ფერები ინტერიერისთვის -კაპაროლი გვირჩევს