in

ურბანული პრინციპებით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი ნიდერლანდებში – De Zwarte Hond-სა და Loer Architecten-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პროექტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ნიდერლანდებში მდებარეობს ის და 2023 წელს აშენდა. შენობა ურბანული სტილის ტრანსფორმაციას განასახიერებს. როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, მთავარი იდეა ფეხით სიარულის მოყვარული ადამიანებისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა იყო. დიზაინი სტუდია Mercado-ს ეკუთვნის, ხოლო თავად გეგმა De Zwarte Hond-სა და  Loer Architecten-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

მთავარი იდეა ისაა, რომ აქცენტი არა შენობის მხოლოდ წინა ან უკანა ნაწილზეა გაკეთებული, არამედ მისი თითოეული მხარე ერთნაირადაა დაპროექტებული და აერთიანებს 41 აპარტამენტს. ეზოში კი ვხვდებით პატარა მოედანს, რომელიც იდეალურია სასეირნოდ და დროის გასატარებლად. ამასთან, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანები ვალდებული არიან, გზა დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს.

მასშტაბის თვალსაზრისით, შენობის გარშემო მდებარე საცხოვრებლები უფრო დიდი ზომისაა, რაც მნიშვნელოვანია, რათა არ დამახინჯდეს ურბანული ნაწილი. ეს პროექტი იდეალურად ერგება ქალაქს, მაგრამ აქვს საკუთარი იდენტობა და ხასიათი.

ფასადი დამზადებულია კერამიკული ელემენტების ჩართვით ფასადების მშენებელ Bijibouw-სთან მჭიდრო თანამშრომლობით. საგანგებოდ ამ პროექტისთვის მოიძებნა ლურჯ-მწვანე მინანქრის სრულყოფილი ნიმუში, რომლის წყალობითაც კომპლექსი ყველა ტიპის ამინდში განსხვავებულ ფერს იძენს, რაც მას მხატვრულ ელფერებს მატებს.

პირველ სართულზე შექმნილია ღია, მონუმენტური სივრცე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საჯარო ღონისძიებებისთვის. შენობის ქვეშ არის ჭაბურღილები თერმული ენერგიის სისტემისთვის. ფასადის გასწვრივ იზრდება 3800 სახეობის მცენარე, რომლებიც ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნებას.

შენობის საფეხუროვანი დიზაინი უზრუნველყოფს სივრცეს ტერასებისთვის, რომელზე არსებული ფერადი მცენარეები და ხეები ასევე დიზაინის ნაწილია. როგორც ტერასები, ასევე ბაღებიც ირწყვება სპეციალური კომპიუტერიზებული სისტემით, მებაღეების მეთვალყურეობის ქვეშ.

არქიტექტურული სტუდია: De Zwarte Hond, Loer Architecten

ფოტოები: Sebastian van Damme, Marcel IJzerman

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

რა სტილის ბუხარია პოპულარული ქართულ ბაზარზე და რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი მონტაჟი?

რემონტის შემდგომი დალაგება – 7 კომპანია საქართველოში, რომელიც ამ საქმეს საკუთარ თავზე აიღებს