in

მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებული სახლი

Alliance Group
Alliance Group

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლები, ბუნებრივია, განსხვავდება მათი მფლობელების გემოვნების მიხედვით, თუმცა მათ ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – თითოეული მათგანი ასობით მილიონი დოლარი ღირს. წარმოგიდგენთ ღირებულებითა და არქიტექტურული ფასეულობით გამორჩეულ 5 პროექტს, რომელთა ხილვა უდიდეს გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

1. ვენეციური სასახლე, კანი, საფრანგეთი

ფასი: $140,911,226

ინტერიერის ფართობი: 300o კვადრატული მეტრი

ექსტერიერი: 2 ჰექტარი

საძინებლების რაოდენობა: 9

სააბაზანოების რაოდენობა:12

კანის გორაკებში მდებარე ამ სასახლის ინსპირაცია ბიზანტიური და ვენეციური არქიტექტურული სტილია. სასახლე ხმელთაშუა ზღვასა და კანის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. მის გარე ტერიტორიაზე ვხვდებით ტბას, ჩოგბურთის კორტს, კერძო ტყეს და აუზს, ხოლო შიგნით – კერძო კინოთეატრს, ღამის კლუბს, საუნას, თურქულ აბანოს, სავარჯიშო დარბაზს, ღვინის სარდაფს და ა.შ.

2.”სიყვარულის ზღვა” (Mar de Amor) , სამოთხის გამოქვაბული, მალიბუ, აშშ

 

ფასი: $115,000,000

ინტერიერის ფართობი: 990 კვადრატული მეტრი

ექსტერიერი: 1 ჰექტარი

საძინებლების რაოდენობა: 12

სააბაზანოების რაოდენობა: 14

“სიყვარულის ზღვად” წოდებულ სახლის გრძელი, კერძო სავალი გზა მაშინვე იქცევს ყურადღებას. მის ბოლოში თავად ფეშენებელური სახლია განთავსებული. ორსართულიან ფოიეში შესვლისთანავე დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევს 6 მეტრიანი, ჭერიდან იატაკამდე გადაჭიმული მდიდრული ბროლის ჭაღი, რომელიც წრიული კიბის შუაშია დაკიდებული და თეთრ მარმარილოს იატაკთან სრულიად ჰარმონიულ კომბინაციას წარმოადგენს. სახლში თითქმის ყველა ოთახს ვიტრაჟული ფანჯრები აქვს, რაც ქმნის სივრცის სრულიად აღქმის საშუალებას და სახლს ბაღთან აკავშირებს.

“სიყვარულის ზღვას” საკუთარი, კერძო პლაჟი აქვს გიმნაზიუმთან, ოცკაციან კინოთეატრთან, ლიფტთან, კერძო გასართობ კლუბთან და სხვა მრავალ ძვირადღირებულ სიამოვნებასთან ერთად.

3. ვილა “THEOULE”, კანი , საფრანგეთი

 

ფასი: $105,683,419

ინტერიერის ფართობი: 9100 კვადრატული მეტრი

ექსტერიერი : 1 ჰექტარი

საძინებლების რაოდენობა: 18

სააბაზანოების რაოდენობა: 5

ამ თანამედროვე სასახლეს ჟან მუსის დაპროექტებული კერძო, 2 ჰექტარის ფართობის მქონე პარკი ამშვენებს. სასახლე პიერ კარდენის “ბუშტების” სასახლისგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული და აერთიანებს რამდენიმე ვილას, რომელთაგან თითოეული 250-300 კვადრატული მეტრის ფართობის მქონეა. თუმცა სასახლის მთავარ მშვენებას მისი “უსასრულო” აუზი წარმოადგენს. ვილიდან საოცარი, 240 გრადუსიანი ხედითაა შესაძლებელი ხმელთაშუა ზღვის სილამაზით ტკბობა.

 

4. Casteel Creek Retreat, კოლორადო, აშშ

 

ფასი:$78,000,000

ინტერიერის ფართობი: 3000 კვადრატული მეტრი

ექსტერიერის ფართობი აკრებში: 439

საძინებლების რაოდენობა:8

სააბაზანოების რაოდენობა :16

კოლორადოს ტყიან, ველური ბუნებით მდიდარ მთებში მდებარე ეს მდიდრული სახლი მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორების შეფასებით  უნიკალურობის განსახიერებაა. პირადი სივრცე, იზოლაცია, სიმშვიდე – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც კოლორადოს სასახლის შეძენის შემთხვევაში მფლობელის  ფუფუნება გახდება. სახლამდე მისაღწევად ტყეებში გრძელი მგზავრობა მოგიწევთ, რომელსაც სახლამდე მისასვლელი $1,000,000-იანი ხიდი აგვირგვინებს. სახლს კინოთეატრი, ძვირფასი აუზები, ლიფტი, ჯაკუზები  და სხვა უამრავი ძვირადღირებული აღჭურვილობა ამშვენებს, თუმცა მისი ყველაზე დიდი მშვენება მაინც ბუნება და მისი უდიდესი გარე ფართობია, რომელიც ტყესაც მოიცავს.

სახლის ეზოში სტუმრებისთვის აგებულია ორი სრულიად გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი სახლი და “პრიმიტიული გამოქვაბული”, რომლებიც კიდევ დამატებით 13 საძინებელ ოთახს მოიცავს.

ელექტრონული დაფა ყოველდღიური გეგმების ჩასანიშნად

რემონტის შეცდომები — ანანო ქორქიას გამოცდილება