in

სად შევიძინო ხელოვნური ნაძვის ხე? – 20 ადგილი თბილისში

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ადამიანები საახალწლო სამზადისსაც იწყებენ და ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის, ნაძვის ხის შეძენასა და გაფორმებაზე ფიქრობენ.

ნაძვის ხე ინტერიერში ის მთავარი დეტალია, რომელიც სახლს ჯადოსნურ, საზეიმო  განწყობას სძენს და საახალწლო ხასიათი შემოაქვს. ბევრისთვის საშობაო აქსესუარების შერჩევა და სახლის მორთვა ოჯახის წევრებთან ერთად, რიტუალთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ადამიანები ამ პერიოდისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

დღეს ვეცდებით გაგიმარტივოთ საახალწლო სამზადისი და გიამბოთ იმ ადგილების შესახებ, სადაც თქვენთვის სასურველი ნაძვის ხის შერჩევას შეძლებთ.

Motif

მოტიფი 1996 წელს დაარსებული პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში იტალიური და სხვა საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები წარმოადგინა. დღესდღეობით კომპანიის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ინტერიერის დიზაინს და შოურუმს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს შოურუმში არსებული პრემიუმ ხაზის ნაძვის ხეები, რომლებიც ფაქტობრივად, დიზაინ ობიექტებს წარმოადგენენ და ნებისმიერ ინტერიერს საუცხოო ელფერს სძენენ.

INTERIORISMO 

Interiorismo, ნაძვის ხეების განახლებული კოლექციით, იზრუნებს თქვენი სახლის მდიდრულ, დახვეწილ ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნაზე. ახალი წლის დღესასწაულზე, ელეგანტურობისა და დახვეწილი შტრიხების შესატანად დაათვალიერეთ  210, 240, 270 და 300 სმ-ის ულამაზესი ნაძვის ხეები სილიკონის დაბოლოებით, დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩაზე.

Kitchen & Living by Gastronome

თქვენს საახალწლო განწყობაზე, კიდევ ერთი მაღაზია  “Kitchen & Living by Gastronome” იზრუნებს. შეგიძლიათ შოურუმში დაათვალიეროთ ნაძვის ხეების განსხვავებული დიზაინები და მაღალი ხარისხის მოდელები, რომლებიც თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს გაამდიდრებს.

Coincasa 

ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ “Coincasa“-ში, სადაც განსხვავებულ ზომისა და დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი. მისი მეშვეობით საახალწლო დეკორაციას განაახლებთ და საზეიმო განწყობას შექმნით თქვენს სახლში.

JYSK Georgia 

სკანდინავიური ბრენდი JYSK როგორც ტრადიციულ, ისე სკანდინავიური ხასიათით შთაგონებულ, უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, საახალწლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ: ნაძვის ხეები, გვირგვინები, სანთლები, ბალიშები, ნაძვის ხის სათამაშოები, ამ ყველაფრის შეძენა ერთ სივრცეში შეგეძლებათ. ადგილზე დაგხვდებათ მწვანე, ვერცხლისფერ, პატარა თუ დიდი ზომის, როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის გათვლილ ნაძვის ხეები, სხვადასხვა გემოვნებისა და სურვილის მქონე მომხმარებლისთვის. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი N10; სითი მოლი საბურთალო; გალერეა თბილისი; დ. აღმაშენებლის გამზირი N158.

სუპერი 

შობა-ახალი წლისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “სუპერში”, ყველა საჭირო ნივთის მოძიებას შეძლებთ: ნაძვის ხეებს, განათებებს, მოსართავებს, სათამაშოებს, თოვლის ბაბუებს, საახალწლო აქსესუარებს, შეფუთვებსა და ტანსაცმელს. „სუპერში“ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც დიდი სივრცისთვის გათვლილი, სხვადასხვა ზომის ნაძვის ხეები, ასევე ოთახის კუთხისა და ავეჯის

ზედაპირისთვის განკუთვნილი პროდუქცია. თუ ტრადიციულისგან განსხვავებულ მოდელს ეძებთ, მაღაზიაში დაგხვდებათ მინიმალისტური დიზაინით გაფორმებული ნაძვის ხე, რომელიც მცირე სივრცეს იკავებს და კომპაქტურად თავსდება ოთახში.

HOME 

იმისათვის, რომ ახალი წელი დაუვიწყარი და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი გახადოთ, Home-ს უნდა ესტუმროთ და მრავალფეროვანი საახალწლო კოლექცია დაათვალიეროთ. აქ ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ, რაც საახალწლო გაფორმებისთვის დაგჭირდებათ: სხვადასხვა მოდელის ნაძვის ხეები, სათამაშოები, საახალწლო სუფრა და კერამიკული დეკორი, ნაძვის ხის მოსართავები. მისამართი: ყაზბეგის N46; ვაჟა-ფშაველას N70; „გალერია თბილისი“; პეკინის N23.

VELI.store

იმისათვის რომ ბუნება არ დააზიანოთ და ამასთანავე საახალწლო განწყობა შეიქმნათ ხელოვნური ნაძვის ხეები და  საახალწლო დეკორაციები, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. “VELI.store”-ზე შეგეძლებათ როგორც ნაძვის ხეების, ისე ულამაზესი დეკორაციების შეძენა, რომლებიდ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეს საზეიმო, ამაღელვებელ და სადღესასწაულო განწყობას შესძენს.

Winter Time 

მაღაზია Winter Time მომხმარებელს მრავალფეროვან საახალწლო პროდუქციას სთავაზობს. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა მოდელის დეკორატიული ნაძვის ხეები. მაგალითად, ბალზამის ნაძვის ხე, ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. მისი სიმაღლე 210 სმ-ს შეადგენს და გამოირჩევა ნაზი, ბუნებრივი დგომით, სილიკონის ტოტებზე დამაგრებული გირჩები კი ნაძვის ხეს უფრო რეალისტურსა და ცოცხალს ხდის. თუ ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ნაძვის ხეები მოგწონთ, Winter Time-ში, ნორვეგიული ნაძვის ხის ანალოგი დაგხვდებათ, რომლის ზომა 180 სმ და მხოლოდ განათებასა და მინიმალურ გაფორმებას მოითხოვს. ასწლოვანი ნაძვის ხის მოდელი კი, არა მარტო სახლებისთვის, არამდე დიდი კომპანიებისა და ოფისებისთვისაა გათვლილი. მისამართი: წერეთლის გამზირი N89.

7 სპილო

7 სპილო, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ადგილია, სადაც ხელოვნური ნაძვის ხეების დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. თქვენ შეგეძლებათ სხვადასხვა ზომისა და დიზაინის დეკორატიული მოდელების შერჩევა. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ სათამაშოებისა და საახალწლო აქსესუარების დიდი კოლექცია, რომელიც გაალამაზებს და საზეიმო განწყობას შეიტანს თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერში. მისამართი: ლილო მოლი.

Extra.ge

სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ  ნაძვის ხეების შეძენა “Extra.ge“-ზე, სადაც მრავალფეროვანი მოდელებიდან სასურველს მარტივად შეარჩევთ და ოჯახის წევრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნით. ამასთანავე, დეკორაციას გაამდიდრებთ და ინტერიერს გაალამაზებთ.

SEZONI.GE

კომპანია SEZONI.GE ზრუნავს თქვენს საახალწლო განწყობაზე და სხვადასხვა ბრენდისა თუ ზომის ნაძვის ხეების დიდ ასორტიმენტს გთავაზობთ. პროდუქცია დამზადებულია ანტიალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და უსაფრთხოა პატარებისთვის. შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი ნაძვის ხეებიც, რომლებსაც განათება და სხვადასხვა აქსესუარი მოჰყვება: გირჩები, ვარსკვლავი, ყვავილი, კენკრა, დათოვლილი და მანათობელი ტოტები. მისამართი: ვაშლიჯვრის ასახვევი, აღმაშენებლის N 2ბ.

Dandyshop.ge 

ონლაინ მაღაზია, Dandyshop.ge საახალწლო პროდუქციაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მოსართავად. ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვადასხვა საახალწლო სათამაშოები, განათებები, დეკორაციები, აქსესუარები და ნაძვის ხეები. პროდუქტის შერჩევის შემთხვევაში, შეგეძლებათ სახლიდან გაუსვლელად, ახალი წლის დღესასწაული კიდევ უფრო დაუვიწყარო და შთაბეჭდილებებით აღსავსე გახადოთ.

OHoHo.ge

თუ გსურთ ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით შეხვდეთ, ონლაინ მაღაზია OHoHo.ge კიდევ ერთი ადგილია, სადაც  სასურველ ნაძვის ხეს შეარჩევთ. კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ბუნებრივთან მიახლოებული დეკორატიული მოდელები, ასევე დათოვლილი ნაძვის ხეები, რომლებიც აღჭურვილია გამძლე, დრეკადი მეტალის ტოტებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისაგან დამზადებული სილიკონის წიწვებით, მეტალის მყარო სადგამითა და მთავარი ღერძით.

გორგია  

“გორგიაში”საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო და საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სარემონტო ნივთების გარდა, საშობაო პროდუქციის შეძენაც შეგიძლიათ. სხვადასხვა ზომისა თუ მოდელის ნაძვის ხეები, ნათურები, სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები ერთ სივრცეში დაგხვდებათ და თქვენთვის სასურველი ფასისა და გემოვნების მიხედვით შეგეძლებათ არჩევანის გაკეთება.

Isurve.ge 

ონლაინ მაღაზია Isurve.ge-ზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ განსხვავებული დიზაინის ნაძვის ხეები და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ სასურველი მოდელი. მაგალითად,  პოლონეთში დამზადებული ფუმფულა ნაძვის ხე, ე.წ ნორმანდიული წიწვებით, დათოვლილი ბოლოებით, ბუნებრივი ვიზუალის გირჩებითა და კენკრით გაგილამაზებთ სადღესასწაულო დღეებს.

Wishlist.ge

კიდევ ერთი ონლაინ მაღაზია, Wishlist.ge დაგეხმარებათ ინტერიერის გალამაზებაში, სასიხარულო და საზეიმო განწყობის შექმნაში. ნაძვის ხეები დამზადებულია გამძლე, დრეკადი მეტალის ტოტებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალის წიწვებით, მეტალის მყარი სადგამითა და მთავარი ღერძით. ეწვიეთ ვებგვერდს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

Imart.ge

Imart.ge -ზე შეარჩევთ ბუნებრივის მსგავს მწვანე, დათოვლილ და ვარდისფერ ნაძვის ხეებს. თუ თქვენს ინტერიერში განსხვავებული, ექსტრავაგანტური ხასიათის შემოტანა გსურთ, ვარდისფერი ნაძვის ხე კარგი გადაწყვეტილება იქნება ინტერიერის გასამდიდრებლად. საახალწლო დეკორაციები კი თქვენს სახლს სიმყუდროვისა და სითბოს ელფერს შესძენს.

Liloshop   

სავაჭრო ცენტრ, „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზია Liloshop, სხვადასხვა ფასის, ზომისა და მოდელის საახალწლო დეკორაციებსა და ნაძვის ხეებს გთავაზობთ. თუ უკვე დაიწყეთ ახალი წლისთვის მზადება, ვებგვერდზე შეძლებთ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და გაილამაზოთ დღესასწაული.

ამბიენსი

ამბიენსი თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი შოურუმია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას მაღაზიაში წარმოდგენილი საახალწლო კოლექცია იქცევს. ამბიენსში ულამაზესი, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ვიზუალის მქონე ხელოვნური ნაძვების დიდ არჩევანს შეხვდებით. მისამართი: ი. აბაშიძის 2

გარეკანის ფოტო: Kitchen & Living by Gastronome

კოქტეილის ბარი პეტრიაშვილის ქუჩაზე — ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

Dyson-მა ბუქარესტის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალი პროდუქტები წარადგინა