in

Nature House — გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პროექტმა სახელწოდება ირგვლივ არსებულ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმისა და ბუნებრივ განათებაზე ფოკუსირების გამო მიიღო. ამ ტიპის პროექტში, სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია, COTAPEREDES Arquitectos შეეცადა კლიენტების საჭიროებები მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პირველ სართულზე საძინებელი სველი წერტილით. პროექტის ავტორებმა კი ამ სივრცეს ორმაგი მოვალეობა დააკისრეს და ის ახლა სტუმრებისთვისაც არის განკუთვნილი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საძინებელს ჰქონოდა წვდომა გარემოსთან, ამიტომ შეიქმნა შიდა ეზო, რომელიც ბუნებრივ განათებას, ვენტილაციას და, ამავდროულად, კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს უკანასკნელი არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა.

პროექტს განვითარების შესაძლებლობა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანმა დეტალებმა მისცა; სამრეცხაო ოთახის სამზარეულოსგან გამოყოფა სოციალური ზონების მოცულობის მაქსიმალურად გაზრდის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, სამრეცხაო მეორე სართულზე განლაგდა.

ღია დაგეგმარების მქონე სივრცეში კონფიდენციალურობის მიზნით გამოყენებულია კედელი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ დამცავს ქუჩის ხმაურისგან, ამასთან, საშუალებას იძლევა, რომ მზის შუქი შენობაში ჩრდილოეთიდან შემოვიდეს.

წინა ფასადი ბლოკავს სხივებს სამხრეთიდან და ამცირებს წინა მხარეს მდებარე ოთახების ტემპერატურას. სამი მასალის კომბინაცია — თეთრი ბეტონი, თეთრად შეღებილი ცემენტი და ქვის საფარი — ფასადს მკაცრ, მაგრამ ელეგანტურ ხასიათს სძენს.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული მეამას შენობა

პრემიუმ ხაზის სასაჩუქრე იდეები – 5 ვარიანტი Homeis.ge-გან