in

თანამედროვე არქიტექტურა თბილისის უძველეს უბანში – “პარკ ორთაჭალას” მაგალითი

Alliance Group
Alliance Group

ორთაჭალა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. ლეგენდის მიხედვით, თბილისის ტერიტორია ტყით იყო დაფარული, სადაც დიდგვაროვნები ხშირად ნადირობდნენ. აქ ლაშქრობის ერთ-ერთი მოტრფიალე გახლდათ ვახტანგ გორგასალი, რომლის მიმინოც, გადმოცემის მიხედვით, დღევანდელი ორთაჭლის ტერიტორიაზე, აბანოთუბანში,  თავს დასცხრომია ხოხობს. ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივდნენ და დაიფუფქნენ, თუმცა ერთი შეხედვით წარუმატებელ სანადირო ისტორიას გორგსლის მიერ თბილისის დაარსება მოჰყვა – აქაური ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის თვალწარმტაცი, ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფემ აქ ქალაქი გააშენა.

გავიდა საუკუნეები და თბილისმა საკუთარ თავზე უამრავი განსაცდელი თუ ტრიუმფი გამოსცადა. დღეს ლეღვთახევთან, აბანოთუბნის მთავარ გამაგრილებელ ჩანჩქერთან მარტივად შეამჩნევთ გორგასლის მიმინოს ძეგლს, რომელიც ჩვენი დედაქალაქის დაარსების ეპოსურ ლეგენდას გაგახსენებთ. ჭრელი, გუმბათოვანი, აღმოსავლური ასოციაციების აღმძვრელი აბანოები უკვე ასწლეულებია, თბილისელებისა თუ ქალაქის უცხოელი სტუმრების ცნობიერებაში დასვენების, განტვირთვისა და თავშეყრის სინონიმადაა ქცეული.

არაბობის დროს სწორედ აბანოთუბანში აიგო ამირას სასახლე, რომელიც დღეს 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარ-მუზეუმადაა ქცეული. ორთაჭალაშივე გვხვდება თბილისის ბოტანიკური ბაღი, ენდემური, იშვიათი მცენარეებითა და საოცარი პარკებით დაკომპლექტებული სივრე, დედაქალაქის „ფილტვები“, რომელიც გაწეული შეუფასებელი ეკოლოგიური სამსახურის გარდა, ვიზუალურადაც თავბრუდამხვევია.

აქვეა აგებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ნარიყალას ციხე, რომლის კედლები, კოშკები და ბასტიონები უამრავი ლაშქრობისა და მტრის მოგერიების ისტორიას იტევს – თბილისის გუშაგად დამდგარი ციხესიმაგრე მონღოლებმაც დაარბიეს, თემურ-ლენგმაც და სპარსელებმაც, თუმცა ის მაინც ჯიუტად დგას და ზემოდან დასცქერის ქალაქს. გორგასლის ქუჩიდან ნარიყალისკენ მიმავალ გზასა და აღმართს ფეხით თუ აუყვებით, მაშინვე დაგეუფლებათ დროში მოგზაურობის საოცრად დამაბნეველი და აღმაფრთოვანებელი განცდა. შეუძლებელია, ნარიყალიდან გადახედო თბილისს, რიყის პარკს, ავლაბარს, მეტეხს, ქართლის დედის გვერდით დადგე და ხელახლა არ გაიაზრო ამ მომაჯადოებელი ქალაქისა და მისი უძველესი უბნების სილამაზე…

აქ მოკირწყლულ ქუჩებსა და ქვაფენილებში აღმოაჩენთ ბევრ იტალიურ ეზოს, რამდენიმესართულიან სახლებს, რამაც ხალხს სამუდამოდ გაუჯინა მეზობლობისა და ერთობის მნიშვნელობა. დღესაც კი, როცა კორპუსებმა და იზოლირებულმა ცხოვრებამ თბილისური ეზოების კულტურა საფრთხის ქვეშ დააყენა, აქაურები ერთმანეთს თაობებით იცნობენ და ახალ მოსახლეებს ოჯახის წევრებად იღებენ.

წლები გადის და ორთაჭლის ინფრასტრუქტურა, ისევე, როგორც მთელი თბილისის, განახლებასა და თანამედროვე ტრენდებისთვის ფეხის აწყობას საჭიროებს. დაგვეთანხმებით, არქიტექტურული სტუდიებისთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ისეთი ისტორიული და საკრალური მნიშვნელობის უბნებში მშენებლობის წარმართვა, როგორიც ორთაჭალაა. რთულია, დაიცვა იდეალური ბალანსი ტრადიციებსა ინოვიაციებს შორის, თუმცა საკუთარი ქალაქისა და საქმისადმი თავდადებით ზოგი კომპანია ამას მაინც ახერხებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ირბისი“, რომლის ახალი პროექტი , „პარკ ორთაჭალა“, ამ ლეგენდარული ლოკაციიდან ფეხით სავალ მანძლზე, გორგასლის #105-ში, ორთაჭალის მთის ძირას და მდინარე მტკვრის გასწვრივ მდებარეობს. ეს პროექტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ლოკაციის გამო აბანოთუბნის არქიტექტურაში მოდერნისტულ დისონანსს არ შეიტანს, პირიქით – ორთაჭალაში სეირნობისას ძველებური ტაძრების, ქვაფენილებისა და ეზოების შემდეგ თანამედროვე შენობის დანახვა გვაგრძნობინებს, რომ თბილისი ვითარდება და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც მას 21-ე საუკუნე უმზადებს.

იქ, სადაც 300 არაგველი იბრძოდა, სადაც ყარაჩოღელები და კინტოები თბილისურ საღამოებს ატარებდნენ, საიათნოვა სიმღერებს ქმნიდა, იოსებ გრიშაშვილი კი – ლექსებს, სადაც თითოეული ქუჩის უმცირესი დეტალიც კი საოცარი ამბითაა გაჟღენთილი, მსურველებს თანამედროვე ბინების შეძენა და თავიანთი, ახალი ისტორიების შექმნა შეუძლიათ.

„პროექტის სახელი – „პარკ ორთაჭალა“ სწორედ კომპლექსის უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა. ორთაჭალის მთის ფერდზე არსებული რეკრეაციული ზონა ხელუხლებლად შევინარჩუნეთ. მომავალი მაცხოვრებლებისთვის ფერდზე დაკიდებული პარკის გაშენებას ვგეგმავთ. კომპლექსი ბუნებაში, მთის პირას, მაგრამ ქალაქის შუაგულთან ყველაზე ახლოს მდებარეობს – რუსთაველის გამზირიდან – 8 წუთი, თავისუფლების მოედნიდან – 6 წუთი, გოგირდის აბანოებიდან – 4 წუთი,” – აცხადებენ კომპანიაში.

პროექტში შედის ორი 19-სართულიანი კორპუსი, მათ შუაში 3-სართულიანი პარკინგი, ხოლო კორპუსებს ქვემოთ კი ორი მიწისქვეშა ავტოსადგომი. პროექტის მიხედვით, პარკინგის თავზე განთავსდება სპორტული მოედნები, ველო ბილიკი, საბავშვო და მოსასვენებელი ზონები, სატრენაჟორო და BBQ სივრცეები.

კომპლექსი 6622 კვვადრატულ მეტრზე შენდება. აქედან, 1200 კვ.მ. – გამწვანებული სივრცე იქნება, 1400 კვ.მ – ეზო და 300 კვ.მ. სათამაშო მოედანი. 3 ბლოკისგან შემდგარი საცხოვრებელი ზონა სულ 335 ბინას აერთიანებს. მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ: საბავშვო სკვერი და ოთახი, „ბარბექიუს“ კუთხე, ველო-ბილიკი, სავარჯიშო მოედანი, მოსასვენებელი მოედანი, 24-საათიანი დაცვის მომსახურება, კონსიერჟის  მომსახურება, ცხელი ხაზი, დასუფთავების სერვისები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.po.ge/

10 სასაჩუქრე იდეა დედის დღისთვის

ავეჯისა და დეკორის მაღაზიები თბილისში, სადაც საგაზაფხულო ფასდაკლებები უკვე დაიწყო