in

პოლინ დელტური – ფორმისა და ფერის დიზაინერი

ინდუსტრიული დიზაინერი ფერისა და ფორმისადმი მაღალი მგრძნობელობით, მისი ნამუშევრები მოიცავს ავეჯის დიზაინს, ტრანსპორტს და ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ პროდუქტებს. საუბარი ფრანგ დიზაინერზე, პაულინ დელტურზე გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, სულ ახლახან, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

პაულინ დელტური დაიბადა 1983 წელს ბრეტანში, ლანდერნოში. იგი სწავლობდა გამოყენებით ხელოვნებას პარიზში 2001 წლიდან École nationale supérieure des arts appliqués et des métiers d’art (ENSAAMA) და შემდეგ სამრეწველო დიზაინს Ecole Nationale Supérieure des Arts Décoratifs (ENSAD). სტაჟირებამ ის მიუნხენში, კონსტანტინ გრჩიჩის სტუდიაში მოახვედრა, ხოლო 2010 წელს ის გახდა პირველი ქალი ასისტენტი პარიზში, საკუთარი სტუდიის გახსნამდე.

პოლინ დელტური მონაწილეობდა Vitra–ს პროექტებში, ასევე ავეჯის დიზაინის შექმნაში, რომელიც განხორციელდა Thonet–თან და Muji–სთან თანამშრომლობით. 2009 წელს მან მიუნხენში შექმნა  კოენის არქიტექტურული პროექტი: ორიგინალური, გადახლართული “Run Run Run” ტარტანის ბილიკი ბავშვთა მოვლის ცენტრისთვის, ნახევრად სათამაშო, ნახევრად სპორტული ზონა. მალე პოლინ დელტური დაბრუნდა პარიზში, სადაც მან 2011 წელს საკუთარი ოროთახიანი ბინის დიზაინი შეიმუშავა, სანამ ბულვარ მაგენტაზე მდებარე უფრო დიდ სტუდიაში გადავიდოდა.

მისი დიზაინი გამოირჩეოდა როგორც მკაცრი, ასევე დელიკატური აქცენტებით და ის ასახავს ლექსიკას, რომელიც დამახასიათებელია მისი პიროვნებისთვის. მისი ზუსტი ხელი, სუფთა და სწორი ხაზები, საგულდაგულოდ შერჩეული მასალები, ფერის დიაპაზონი და მათი შერწყმის გზა აყალიბებს ამ ფრანგი დიზაინერის ნამუშევრების იდენტობას. იგი იკვლევდა ყველა შესაძლებლობას მრავალი მასშტაბით, მცირე ინდივიდუალური ნაჭრებიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დამთავრებული.

 

ის უშუალო კონტაქტში იყო თავის კლიენტებთან მთელ მსოფლიოში. ბევრს მოგზაურობდა მაშინაც კი, როცა პანდემია მძვინვარებდა. იგი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დიზაინს ჯერ ღია გონებით, შემდეგ კი ექსპერიმენტივით მიდგომოდა. პოლინ დელტურის დიზაინები “Drop” და “Floater” COR-ისთვის აჩვენებს, რომ რბილი ავეჯი არ უნდა იყოს მოსაწყენი, ის შეიძლება იყოს როგორც თანამედროვე, ასევე მრავალფუნქციური. მისი ხალიჩების კოლექცია “თოკის ხალიჩები” HEM–ისთვის ასევე ამტკიცებს ამ დებულებას.

”როდესაც პატარა ვიყავი, მე არ ვაკვირდებოდი საგნებს. დღეს მე იმდენად მგრძნობიარე ვარ მათ მიმართ, რომ სახლში ვიტოვებ მხოლოდ რამდენიმე ჩემს ნივთს. მე მძულს ჩემი საკუთარი დიზაინები, მაგრამ მე მსიამოვნებს სხვების ნამუშევრების გარემოცვაში ყოფნა.”

პოლინს მის სიცოცხლეში ბევრ ცნობილ ბრენდთან უმუშავია, ესენია: Tolix, Sogo & Seibu, JINS, Lexon, Yellow Innovation (La Poste), Alessi, COR, MUJI, HEM, Ames, Kvadrat, JapanCreative, Arita 2016 (იაპონია), Fucina, CVL, Cire Trudon, Puiforcat, Sogo & Seibu.  ის ასევე აკეთებდა პროექტებს – საიუველირო ნაწარმს და მასთან თანამშრომლობდნენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Hem, Cor, Cire Trudon და Established & Sons.

პოლინ დელტური 2021 წლის 10 სექტემბერს, 38 წლის ასაკში, ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა.

A’Design Awards 2021 წლის გამარჯვებული სანათები

სახლად გადაკეთებული ფერმა ესპანეთში