in

სასტუმრო ქაღალდის ფრანის ვიზუალით შანხაიში

Alliance Group
Alliance Group

ქაღალდის ფრანის ვიზუალის მქონე ეს სასტუმრო შანხაიში, სუჭოუს მდინარესთან, ჯიუძის პარკში მდებარეობს. მრავალი წლის წინ აგებულ ამ შენობაში ადრე სწორედ ჯიუძის პარკის ადმინისტრაციის ოფისი იყო განთავსებული. პარკის სიძველიდან გამომდინარე,  ის თანამედროვე ტიპის ღია სივრცეებისგან რადიკალურად განსხვავებულია – მისი სრული არქიტექტურული სახე შედარებით დახურული და შეკრულია.  შესაბამისად, მისი ჩაკეტილი სივრცე  ჯიუძის პარკში მდებარე სასტუმროს განახლებისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა 200 კვადრატულ მეტრზე მცირე ფართობის მქონეა, მისი პროექტი ბევრჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, არქიტექტორებმა მისი ძველებური, მთავარი კონსტრუქციის  შენარჩუნებაზე იმუშავეს და შეეცადნენ, ჩამოეყალიბებინათ შუალედური სივრცე, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლებოდა გადაადგილება. ამასთან ერთად, პირველ გეგმაში პარკის ლანდშაფტთან მოსარგებად შენობისთვის წრიული სტრუქტურის შექმნა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ,ბეტონის დაკეცილი დაფის ტიპის კონსტრუქციაზე შეჯერდნენ, რაც შენობის მთავარი დამახასიათებელი დეტალი გახდა, ვინაიდან სწორედ ეს ქმნის მის ფრანისებურ ვიზუალს.

 

სასტუმროს გარეთა ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ზემოთ ხსენებული შუალედური სივრცე, რომელმაც ბავშვებისთვის სათამაშო და გასართობი ადგილის ფუნქცია შეიძინა. ამასთან ერთად, თავდაპირველი შენობის გვერდით, რომელშიც ადმინსიტრაციის სათაო ოფისი იყო მოწყობილი, აშენდა სასტუმრო,  რომელშიც ხალხს დარჩენა და ოთახების ქირაობა შეუძლია. ბეტონის კონსტრუქციაზე გაყვანილი შიდა ბილიკით სასტუმრო პარკს უკავშირდება. ბილიკი მთელი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან პარკის მთიან რელიეფს ესადაგება და ამავე დროს ჭკვიანური დაგეგმის წყალობით ე.წ.  მცურავი მდგომარეობის ეფექტს ქმნის, სივრცეს ადიდებს და პარკის ბუნებრივ გარემოს ზედმიწევნით ერგება.

ქაღალდის ფრანის სასტუმროს საქმიანი სივრცე შენობის ფორმიდან გამომდინარე გაყოფილია. დასავლეთ მხარეს ადმინისტრაციაა განლაგებული. საჭირო ოთახები – საპირფარეშოები და სათავსოები – შენობის შუა ნაწილშია განთავსებული. კონსტრუქციის ყველაზე დიდი ბეტონის დაფის ქვეშ სასტუმროს მთავარი სივრცე მდებარეობს, რომელიც მინის კედლებითაა შემოსაზღვრული. ეს სტუმრებისთვის რეკრეაციული ზონაა და ამასთან ერთად ჯიუძიში მოწყობილ სხვადასხვა აქტივობებსაც მასპინძლობს.

ქაღალდის ფრანის შენობის მთავარი სირთულე მის სტრუქტურაში მდგომარეობს. ყველაზე გრძელი ბეტონის დაფა დაახლოებით 7 მეტრისაა. შენობას ფორმა სწორედ ამ ფირფიტების წყალობით აქვს – ისინი ბეტონის სიმკვრივეს ზრდის, სისქეს კი ამცირებს. ერთი მხრიდან ფირფიტებს ფოლადის სვეტი ამაგრებს , მეორიდან კი – დახრილი ქვის გიგანტური ფილა.

არქიტექტურულ გამოწვევას წარმოადგენდა ასევე შენობის კიბე, რომელიც სასტუმროს შუაზე ყოფს, რათა ხალხმა სახურავზე ასვლა შეძლოს. ამასთან ერთად, კიბეს სტრუქტურის საყრდენის ფუნქციაც აქვს, რადგან ბეტონის ფირფიტების ანტი-დასაკეცი ბერკეტია. კიბისა და ფილების ჰარმონიული შერწყმის წყალობით ჯიუძის პარკის შესასვლელში მდებარე ქაღალდის ფრანის სასტუმრო დინამიური და დაბალანსებულია.

 

ფერებად აღქმული რეალობა – ინტერვიუ დიზაინერ ანა მაჩაიძესთან

HOUSE – კომპაქტური და ეკოლოგიურად სუფთა სახლის პროექტი