in

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კლასიკური პლინტუსი – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი

დღეს პლინტუსის შემცვლელების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც სწორად გამოყენების შემთხვევაში, ინტერიერის მოხდენილ ელემენტად შეიძლება იქცეს.

იატაკის პლინტუსი ტრადიციული გადაწყვეტილებაა. მას მივეჩვიეთ და ინტერიერის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ, თუმცა თანამედროვე პროექტებში ის ყოველთვის როდი ეწერება. სწორედ ამიტომ, დღეს მის შემცვლელებსა და მათი სწორად გამოყენების გზებზე გიამბობთ.

კორპის „დემპფერი“

კორპის კომპენსატორი მისი მეორე დასახელებაა, ეს ხის დაქუცმაცებული ტყავის დაწნეხილი ელემენტია. მას საღებავითა და ლაქით ფარავენ. დეტალს კი იატაკისა და კედლის შეერთების ადგილზე ამატებენ.

ძლიერი მხარეები:

  • დაბალი ფასი;
  • მარტივი ინსტალაცია;
  • ნებისმიერ ფერში შეღებვის შესაძლებლობა;

სუსტი მხარეები:

  • ტენისადმი დაბალი მედეგობა;
  • ელფერების პატარა დიაპაზონი;
  • ძნელი მოსავლელი (ვერ იტანს ნესტს, აგრესიულ სარეცხ საშუალებებს, ფიზიკურ ზემოქმედებას);
  • ექსპლუატაციის ხანმოკლე პერიოდი.

კუთხოვანები

„Г“ და „П“ ფორმის პროფილებს ოსტატები „კუთხოვანებს“ უწოდებენ. ისინი გამოიყენება „მცურავი“ და სტატიკური ზედაპირებისთვის. დეტალი ზედაპირის ჩამოჭრილ ადგილს ფარავს. თავიდან მას მხოლოდ ქვის ფილებისთვის იყენებდნენ, დღეს კი სხვადასხვა საფარისთვისაც აწარმოებენ. განსხვავება საკომპენსაციო ღარის არსებობა ან არ არსებობაა.

ძლიერი მხარეები:

  • მარტივი მონტაჟი;
  • პლასტმასის მოდელები შესაძლებელია ზიგზაგურად ჩადგეს;
  • მარტივად მოსავლელი;
  • ფერისა და ფაქტურის დიდი არჩევანი;

სუსტი მხარეები:

  • ის იატაკის პერიმეტრს მიუყვება და ჩანს.

ფარული პლინტუსი

ის კედელთან ერთ სიბრტყეში დგება. მონტაჟისთვის კედლისა და იატაკის შეერთების ადგილს ამოკვეთენ და მიღებულ ღიობში ალუმინის კუთხოვანას ამონტაჟებენ. უკანასკნელზე დეკორატიულ დანამატს ამაგრებენ, რომელიც შესაძლებელია „მდფ“-ის, ლითონის, პლასტმასის ან ხის იყოს. ერთიანი კედლის ეფექტის მისაღწევად პირველის ტონში ღებავენ. ჩანართი შესაძლებელია კონტრასტული ან ინტერიერის სხვა ელემენტებთან ჰარმონიულად შერწყმული იყოს. აწარმოებენ სპეციალური ღიობის მქონე კუთხოვანებსაც, სადაც შუქდიოდების ჩამონტაჟება და ინტერიერისთვის განათების ეფექტური ელემენტის მიღებაა შესაძლებელი.

ძლიერი მხარეები:

  • მარტივი მოვლა;
  • ავეჯის კედლის ბოლომდე მიდგმის საშუალება;
  • სხვადასხვა ფერის განათების შესაძლებლობა;
  • „უჩინმაჩინი’ კარის მონტაჟის შესაძლებლობა.

სუსტი მხარეები:

  • რთული მონტაჟი;
  • მაღალი ფასი;

ღარიანი პლინტუსი

ის ფარული პლინტუსის ნაირსახეობაა. ამ შემთხვევაში პატარა ღრეჩო კეთდება, რომელიც კედელს ლამაზ კანტად მიჰყვება. აქ შესაძლებელია სანათის ჩამონტაჟებაც. ამ ელემენტს ე.წ. „მოფარფატე კედლის“ ეფექტის მისაღწევადაც იყენებენ.

ძლიერი მხარეები:

  • ეფექტური იერი;
  • მარტივი მოსავლელი;
  • „უჩინმაჩინი“ კარის დაყენების შესაძლებლობა;

სუსტი მხარეები:

  • რთული და ძვირადღირებული მონტაჟი.

შუშის ფირფიტა

ის სპეციალურად გამოწრთობილი შუშის კანტია. კედელზე მაგრდება და იატაკამდე ჩადის. გაფორმება მრავალფეროვანია: გამჭვირვალე, ხავერდოვანი, ფერადი, ნახატებიანი ან გრავირებული.

ძლიერი მხარეები:

  • ნესტგამძლე, სოკოსა და ობისადმი მედეგობა;
  • სიმტკიცე;
  • მარტივი დასამონტაჟებელი;
  • მარტივი მოსავლელი.

სუსტი მხარეები:

  • მარტივად ბინძურდება და ხშირ წმენდას საჭიროებს.

კერამიკული „ბორდიური“

ეს ნაკეთობა აბაზანისა და კედლის შეერთების ადგილს ფარავს. პლინტუსის სახით უმეტესად ფილით მოპირკეთებულ იატაკზე გამოიყენება.

ძლიერი მხარეები:

  • ჰერმეტულობა;
  • აგრესიული ქიმიისა და ტემპერატურული რყევებისადმი მედეგობა;
  • მარტივი მოსავლელი;
  • გამძლეობა;

სუსტი მხარეები:

  • მექანიკური ზემოქმედებისადმი სისუსტე;
  • მაღალი ფასი.

საპირე

ეს განიერი საპირეა, რომელიც კარის ღიობის მოსაპირკეთებლადაა განკუთვნილი. მისი სისქე და სიგანე შესაძლებელია სხვადასხვა იყოს. დეტალებს პლასტმასისგან ან ხისგან ამზადებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, საპირეები შესაძლებელია ლურსმნით ან წებოთი დამაგრდეს.

ძლიერი მხარეები:

  • მარტივი მონტაჟი;
  • ფერების ფართო არჩევანი;
  • დაბალი ფასი.

სუსტი მხარეები:

  • საპირესა და იატაკს შორის დარჩენილ ღრეჩოში ჭუჭყი გროვდება;
  • ხის დეტალები დამატებით დამუშავებას საჭიროებს.

დეკორატიული პანელი

ამ ტიპის მოპირკეთების თავისებურება მისი ზომაა. ის სტანდარტულ პლინტუსზე გაცილებით დიდია. პანელები კედლის ქვედა ნაწილს იატაკამდე ფარავს. შესაძლებელია იყოს ხის, პლასტმასის, „მდფ“-ის და ა.შ. დეტალები სპეციალური სამაგრებით ან წებოთი მაგრდება.

ძლიერი მხარეები:

  • ფაქტურისა და ფერების დიდი არჩევანი;
  • მარტივი მონტაჟი;
  • მარტივი მოსავლელი.

სუსტი მხარეები:

  • ხე სისტემატიურ სპეციფიურ მოვლას საჭიროებს.

 

ეტლით მოსარგებლე პირზე ადაპტირებული სახლი ინგლისში

ტური ივანკა ტრამპის ბინაში