in

ყველა დროის 10 საუკეთესო სკამი

სკამის როლი ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ უმნიშნელოვანესიც კი. ხშირ შემთხვევაში სკამის დიზაინი ცდება უბალო ფორმისა და ფუნქციის მარტივ ნაზავს და ხელოვნების ნიმუშის სახეს იღებს. სტატიაში ნაჩვენები 10 სკამი, ამტკიცებს, რომ მათ დაამარცხეს დროის ფაქტორი, შექმნის დღიდან, ისინი ხშირად გამოიყენება ინტერიერში.

სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ სკამების ცნობილი დიზაინები და ნახოთ, თუ როგორ შეიძლება მათი სივრცეში განლაგება.

  1. ჰანდ ვეგნერის “Papa Bear”

აღსნიშნავია, რომ ცნობილი დიზაინის სკამების უმეტესობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული კომფორტულობით. ჰანს ვეგნერის “Papa Bear” სკამი მათ შორის გამონკლისია. ყველა დიზაინერი, ვისაც ჰქონია ამ სკამში ჩაჯდომის გამოცდილება, უყოყმანოდ მოიხსენიებს მას, როგორც საუკეთესოს განტვირთვისა და დასვენებისთვის. მისი სიზუსტით გაზომილი სიღრმე და მოცულობა, დაბოლოებებისა და კუთხეების მიმართებები, სკამის სრულყოფილების საფუძვლიანი მიზეზებია.

2. ვერნერ პანტონის “Stacking Chair”

ერთი ფორმისა და მასალისგან შემდგარი “Stacking Chair”, პირველი ასეთი სკამი იყო, რომელიც დანიაში შეიქმნა 1960 წელს , მაგრამ 1968 წლიდან დაიწყო მისი ფართომასშტაბიანი წარმოება. ის უნიკალურია ვიზუალის გამო და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკამია. მოათავსეთ ის თქვენს ინტერიერში ნებისმიერ ადგილას, რადგან არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს საკუთარი მომხიბლავი დიზაინით.

3. ლუდვიგ მის ვად დერ როეს “Barcelona”

ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ამ ავეჯს მეოცე საუკუნის საკმების როლექსსა და როლს-როისს ეძახიან. სკამი წარმოადგენდა მისი გერმანული პავილიონის ნაწილს, რომელიც მან 1929 წელს ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე შექმნა. სკამი “ბარსელონა” არასოდეს ყოფილა მასობრივი წარმოებისათვის განსაზღვრული. მისი თავდაპირველი ფუნქცია იყო უბრალოდ სივრცეში მშენიერების წარმოჩენა. ის არ გამოირჩევა კომფორტულობით, მაგრამ მის ვიზუალს ვერ შეედრება ვერცერთი სხვა დანარჩენი სკამი.

4. ვარენ პლატნერის “Arm Chair”

სკამი წარმოადგენს ლუი XV-ეს  პერიოდის ავეჯის გათანამედროვებულ ვარიანტს. ცნობილმა არქიტექტორმა ძველი, შედარებით მძიმე სილუეტი, თანამედროვე მასალებით ჩაანაცვლა. შედეგად გვაქვს ვიზუალურად მსუბუქი და წარმოუდგენლად მოხდენილი სკამი. აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ძვირად არის შეფასებული, სწორედ მასალების ერთმანეთთან შედუღების განსაკუთრებული  ტექნიკის გამო. „Arm Chair “ პლატნერის ყველაზე ცნობილი ინტერიერის დიზაინი, ნიუ – იორკში მდებარე რესტორანი Windows World-ს ამშვენებდა,  რომელიც ძველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 107 – ე სართულზე მდებარეობდა

5. ლე კორბუზიეს “Grand Confort”

“Grand Confort” წარმოადგენს სტრუქტურულად ძალინ მარტივ კონსტრუქციას, რომელშიც შეგვიძლია ბალიშების მოთავსება. როგორც ავტორი მოიხსენიებდა -“ბალიშების კალათა” ნამდვილად შეესაბამება მის ვიზუალს. 30 წლებიდან მოყოლებული სკამი დიდი პოპულრობით გამოირჩევა, განსაკურებით იმ ხალხში, ვინც ეძებს ინტერნაციუნალური სტილის ავეჯს.

6. Michael Thonet -ის “209”

თანამედროვე სკამის შექმნის ისტორიაში   Thonet-ს ეკუთვნის ხის ორთქლით გადაღუნვის ინოვაციური ტექნიკის გამოგონება. მისი კომპანიის მიერ წარმოებული მოღუნული,მომრგვალებული ფორმის სკამები ინსპირაციის წყარო გახდა სხვა ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის.

ლე კორბუზიემ, რომელიც კარიერის დასაწყისში  ავანგარდულ არქიტექტურაზე მუშაობდა, სწორედ Thonet-ის სკამები შეარჩია თავისი შენობებისთვის. მისი აზრით ეს იყო ერთადერთი ავეჯი, რომელიც მისი არქიტექტურასავით თანამედროვე იყო.

 

7. ეერო სარინენის “Tulip”

ყველაზე ინოვაციური რამ, რაც ამ სკამს უკავშირდება, არის დიზაინერის მიერ რღვევა იმ ფაქტისა, რომ სკამი უნდა იდგეს 4 ფეხზე. მან საბოლოოდ შეძლო, სკამის არსი “განეწმინდა” ზედეტი დეტალებისან. შედეგი იყო განმაცვიფრებელი და ისეთივე ლამაზი, როგორც ყვავილი ტიტა(Tulip).

8. არნე იაჯობსენი, “Egg”

იაკობსენმა სკამი “კვერცხი” სპეციალურად კოპენჰაგენში მდებარე SAS Royal სასტუმროსთვის დააპროექტა. სკამის ფორმა უნიკალური და საინტერესოა, რის გამოც ბევრისთვის სასურველ ავეჯად იქცა. ჩაღრმავებული, კვერცხისებრი ფორმა ქმნის მყუდრო და პირადული გარემოს შეგრძნებას, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის განმარტოება მნიშვნელოვანია.

 

9. მარსელ ბროიერის “B32/Cesca”

თანამედროვე ავეჯის ისტორიაში ბროიერის სკამები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს. არქიტექტორი ინსპირირებული იყო ველოსიპედის აგებულებით და აქედან გამომდინარე, ფოლადის მილებისგან ააგო მეოცე საუკუნის თანამედროვე სკამი. B32/Cesca ქმნის ილუზიას, თითქოს ადამიანი მასზე ჯდომისას ჰაერში დაფრინავს.

10. აილინ გერის “Transat”

სკამის შთაგონების წყარო გახლავთ გემის შეზლონგები. სახელწოდებაც მომდინარეობს სიტყვა “ტრანსატლანტიკურის” აბრევიატრიდან. სტუქტურას გააჩნია რთული აგებულების მეტალის კონსტრუქციები, მაგრამ დასაჯდომი და მისაყუდებელი ზედაპირები რბილი მასალისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ აილინი მოღვაწეობდა ისეთ პერიოდში, როდესაც მხოლოდ კაცები იყვნენ წამყვანი დიზაინერები.

FRAMERY – ღია ოფისებში ხმაურისა და კონფიდენციალურობის გადასაჭრელად

არქიტექტურის ფოტოგრაფები, ვისაც თვალი უნდა ადევნოთ