in

რატომ ღირს ზამთარში რემონტის გაკეთება?

ბევრი ადამიანის გონებაში ჩაიბეჭდა აზრი, რომ რემონტი მხოლოდ თბილ სეზონზე უნდა გაკეთდეს. ამ მიდგომის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ გაზაფხულის დადგომისას სახლში ცვლილებებია საჭირო. ამასთან, როცა თბილა, შეგიძლიათ ფანჯრები თამამად გააღოთ, რათა საღებავი გაშრეს ან მილები და მთელი გათბობის სისტემა უპრობლემოდ შეცვალოთ. ახლა კი მოდით განვიხილოთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია რემონტის ზამთარში გაკეთებას.

ტემპერატურასთან ერთად ფასებიც ეცემა

რა თქმა უნდა, ფასი მეტეოროლოგიურ პირობებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ როგორც კი სიცივე იწყება, შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, შედეგად ყველა კომპანია ერთხმად ამცირებს ფასებს და ჩაღდება ბრძოლა თითოეული დამკვეთის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ეცემა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, ასევე ფანჯრების ფასები.

კიდევ ერთი სარგებელი საუკეთესო ხელოსნების ხელმისაწვდომობაა. კომპანიები მზად არიან ტოპ თანამშრომლები ნებისმიერ ობიექტზე გაგზავნონ, რათა ისინი უმუშევრობის გამო არ დაკარგონ.

ბზარებისა და სითბოს შთანთქმის წერტილების აღმოჩენა

ახალ სახლში ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფანჯრებს. ზამთარში შესაძლებლობა გეძლევათ ისინი სიცივის პირობებში გამოცადოთ. თუ დეველოპერული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ფანჯრები ტესტს ვერ გაივლის, შანსი გექნებათ ცივ სეზონზე ფანჯრებზე არსებული ფასდაკლებით ისარგებლოთ.

მშრალი ჰაერი სამშენებლო ნარევების გაშრობას აჩქარებს

თუ კედლები გაყინული არ არის, შეგიძლიათ ინტერიერი თავისუფლად გააფორმოთ. გახურებულ ოთახებში ჰაერი უფრო თბილი და მშრალია. მთავარია ტენიანობის დონის მონიტორინგი — ეს მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბზარების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. დეფორმაციის ასარიდებლად შემდეგი ხერხი გამოიყენეთ — გათბობის ბატარეის ქვეშ წყლით სავსე თასი დადგით და გახსოვდეთ, რომ ფანჯრები არ უნდა გააღოთ.

გათბობის სისტემის შეკეთება

ზამთარში გათბობის სისტემის შეკეთება ყველაზე რთულია რამაა, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ საერთო გათბობის სისტემა გაქვთ, მაშინ სახლის მენეჯმენტ კომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისთვის მოემზადეთ, რადგან რემონტის დროს გათბობა მთელ შენობაში გამოირთვება. თუ სისტემა საერთო არ არის, საქმე ბევრად მარტივად იქნება, რადგან საკუთარ სახლში გათბობას თავად გამორთავთ სურვილისამებრ.

შეიძლება თუ არა ზამთარში რემონტის გაკეთება?

რა თქმა უნდა დიახ! შეგიძლიათ დაზოგოთ ფული, დაიქირაოთ საუკეთესო ხელოსნები, უპრობლემოდ და რიგების გარეშე შეიძინოთ საჭირო მასალები. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ნიუანსებს არ დაივიწყებთ, ზამთარში თქვენი სახლის რემონტი წარმატებით დასრულდება!

შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ

როგორ გავწმინდოთ ვერცხლი სახლის პირობებში – Homeis.ge გირჩევთ